თურქული პრესა 01.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

501733
თურქული პრესა 01.06.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც როცა თურქეთში ანტი სამთავრობო გამოსვლები ხდება და პოლიცია მათ წინააღმდეგ, როგორც დასავლეთში ამბობენ, გადამეტებულ ძალას იყენებს, მთელი დასავლური პროპაგანდის მანქანები, მათ შორის  CNN, BBC, France24 და სხვები, ანკარის წინააღმდეგ გამოდიან და მის მოქმედებას გმობენ, ხოლო ამჟამად, როცა საფრანგეთში დემონსტრანტების წინააღმდეგ იგივე ქმედებას ჩადიან ფრანგი პოლიციელები, ხსენებული პროპაგანდის მანქანები დუმან, ბრმის, ბლუს და ყრუს როლს თამაშობენ. მოკლედ, დასავლეთი ყველაფერში თურქეთის მიმართ ორმაგი სტანდარტის პრინციპით თამაშობს, ხაზს უსვამს სტარი

საბაჰი იტყობინება, რომ გუშინ, იზმირის მახლობლად "Efes 2016“ სახელწოდების სამხედრო წვრთნა ჩატარდა, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანი და პრემიერი ილდირიმი დაესწრნენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პირველად თურქეთის ისტორიაში, ამ სამხედრო წვრთნაზე მხოლოდ და მხოლოდ სამამულე წარმოების იარაღები და მძიმე ტექნიკა იქნა გამოყენებული, რითაც ანკარამ მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა თავისი სამხედრო ძალა. მოკლედ, გუშინდელი მანევრის დროს თურქული წარმოების ტანკები, საზენიტო ქვემეხები, ვერტმფრენები, უპილოტოები, კრეისერები, წყალქვეშა გემები და სხვა სამხედრო სიახლეები იქნა ნაჩვენები, წერს საბაჰი  

“კონსულები მოიხიბლნენ სტამბოლის მესამე ხიდით“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას იენი შაფაკში და მასში ვკითხულობთ: სტამბოლის მერმა, კადირ თოფბაშმა, გუშინ, სტამბოლში აკრედიტირებული 65 ქვეყნის მთავარ კონსულს შეხვედრა ამჟამად დასრულების სტადიაში მყოფი ბოსფორის სრუტეზე მშენებარე რიგით მესამე ხიდზე მოუწყო, რომელიც ოსმანი ფადიშაჰის იავუზ სულთანის სახელობის იქნება. კონსულები მოიხიბლნენ რა ევროპისა და აზიის მატერიკების დამაკავშირებელი ამ ხიდის ხილვით, მას უახლოესი ტექნოლოგიისა და საინჟინრო ხელოვნების მორიგი შედევრი უწოდეს. მერის განცხადებით კონსულებთან მორიგი შეხვედრა უახლოეს დღეებში სტამბოლის რიგით მესამე და ამჟამად მშენებარე  აეროპორტში ექნება, რომელიც ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე უდიდესი აეროპორტი გახდება   

ჰაბერთურქი თურქეთის ცენტრალური ბანკის მხრიდან გამოქვეყნებულ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ამ ბოლო წლებში საფინანსო დისციპლინის გაუმჯობესებისა და მაკრო გონივრული ღონისძიებების გატარების კვალდაკვალ თურქეთის ეკონომიკა და მდგრადობა ისე გაძლიერდა, რომ იგი   გლობალური ძვრებსა და გამოწვევებსაც უძლებს რა, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყნების რიგებში შევიდა

ჰურრიეთის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ ლიბიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ლიბიის ლიდერებთან შეხვედრებზე მიაღწია შეთანხმებას, რომ თურქი მოიჯარეები კვლავ დაბრუნდნენ ხსენებულ ქვეყანაში, სადაც მათ 18,5 მილიარდი დოლარის საინვესტიციო საქმიანობები ელით და ამით ისინი დიდ წვლილს შეიტანენ ლიბიის აღდგენაში. მიღებული შეთანხმებითვე ახლიდან დაიწყება საჰაერო რეისები სტამბოლსა და ტრიპოლს შორის, რომელიც 2015 წლის იანვრიდან შეწყდა


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები