თურქული პრესა 31.05.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

500921
თურქული პრესა  31.05.2016

მიმოხილვას გაზეთ „ჰურრიეთი“-თ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონიდან  ჰაქქარის ოლქის იუქსექოვას რაიონის  ტერ ორგანიზაცია პკკ-სგან განთავისუფლების შემდეგ, აქ მშვიდობამ დაისადგურა. პკკ-ლების ზეწოლის გამო სხვა რეგიონებში დროებით გადასული ხალხი კი სამხედრო ოპერაციების დასრულების შემდეგ უკან ბრუნდება. ახლა აღნიშნულ რეგიონში  ეკონომიკის აღდგენის მიზნით მთავრობა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება.   

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის მხრიდან  სირიის საკითხთან დაკავშრებით აშშ-სადმი შეთავაზებული გეგმის შესახებ პირველად განაცხადა. ეს გეგმა სირიის ქალაქ რაკკის ტერ ორგანიზაცია დეაშისგან გასაწმენდად თურქი და ამერიკელი სპეცრაზმელების მხრიდან განსახორციელებელ ერთობლივ ანტიტერორისტულ ოპერაციასაც მოიცავს.

გაზეთ „სტარ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „თურქეთი საფრანგეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებს“ და მასში ვკითხულობთ: „ევროპულ გაზაფხულად“ მიჩნეული საფრანგეთის გამოსვლები და პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული ძალადობის ფაქტებს თურქეთიც გამოეხმაურა და მათ თავშეკავებისკენ მოუწოდა. ამ ფაქტს როგორც თურქეთის პრეზიდენტი, ასევე საგარეო საქმეთ სამინისტროდანაც გამოეხმაურნენ.  სამინისტროს პრესმდივანმა თანჟუ ბილგიჩმა განაცხადა, რომ ფრანგი სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ ძალადობის ფაქტს ახლოდან აკვირდებიან და მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.  

გაზეთი „საბაჰ“-ი იტყობინება, რომ  თურქული საცალო ინდუსტრია გლობალურ ონლაინ სავაჭრო სისტემაზე გადადის. სისტემის სრულ ექსპლუატაციაში გადასვლის შემდეგ ყველა თურქულ ფირმას საზღვარგარეთ პროდუქციის გაყიდვა ონლაინ სისტემით შეეძლება. ამ სისტემით თურქულ ფირმებს ასევე პროდუქციის ინდივიდუალურ პირებზე გაყიდვაც შეეძლება.

გაზეთ „იენი შაფაქი“-ს მიხედვით  სტამბოლის სავაჭრო  პალატის მიერ წამოწყებული პროექტი სახელწოდებით, „პრობლემების სწრაფი მოგვარების მისამართი-ქალია,“ პირველი საკურსო ეტაპი დასრულდა და პროექტში მონაწილეებს სერთიფიკატებიც გადაეცათ.  ღონისძიებას პრეზიდენტ ერდოღანის მეუღლე ემინე ერდოღანიც ესწრებოდა. ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა სტამბოლის სავაჭრო პალატის თავჯდომარემ იბრაჰიმ ჩაღლარმა ისტორიის მანძილზე ანატოლიაში ქალთა ორგანიზაციების წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი ქალი დამსაქმებელი უნდა იყოს.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები