თურქული პრესა 26.05.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

498307
თურქული პრესა 26.05.2016

თურქული პრესა 26.05.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, 65-ე მთავრობის მინისტრთა საბჭოს პირველი სხდომა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რაც ახალი თურქეთის კოდების ამოსაცნობად თვალშისაცემი მინიშნება გახდა. მინისტრთა საბჭოს სხდომა, საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის გზაზე შიდა და გარე საზოგადოებებისათვის მიცემულ მძლავრ გზავნილად შეფასდა. სხდომამ აშკარად აჩვენა, რომ ახალ ეტაპზე წინა პლანზე სახელმწიფოს ლიდერთა შორის ჰარმონიულობა და კონსულტაციურობა წამოიწვეს.

გაზეთი „იენი შაფაქი“-ს ცნობით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანი და პრემიერი ბინალი ილდირიმი შაბათ დღეს დიარბაქირს ეწვევიან, სადაც ტერორის კვალის აღმოფხვრისთვის ოპერაციები ტარდება. ერდოღანი და ილდირიმი დიარბაქირში აეროპორტის გახსნას დაესწრებიან და ტერორთან ბრძოლის საკითხებზე მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებენ. ასევე იგეგმება ერდოღანის ჩასვლა სოფელ დურუმლუში, სადაც PPK-ს მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება აეროპორტს, ორი წლის წინ აგებული აეროპორტი დიარბაქირს საზღვარგარეთთან დააკავშირებს.

გაზეთი “სტარი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „თრაქიაში ბუნებრივი აირის ნაკადი 2017 წელს შემოვა“, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება, რომელიც თურქეთის ენერგო სისტემის გარე დამოკიდებულებას შეამცირებს. ცნობილი გახდა მთავარ გადამცემ ხაზზე ჩანაქქალეს, გელიბოლუს „ფოირაზის ჭაბურღილზე“ წარმოებული ბუნებრივი აირის მიერთების თარიღი. ამ ხაზიდან მოპოვებული ბუნებრივი აირის კომერციული პროცესის დასრულება 2017 წლის მარტში იგეგმება. BOTAŞ-ის სადისტრიბუციო ქსელისათვის გადასაცემი ბუნებრივი აირი, თურქეთ-საბერძნეთის ბუნებრივი აირის მილსადენს დაუკავშირდება. ამგვარად, თურქეთი ბუნებრივი აირის ნაკლებ იმპორტს განახორციელებს.

გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, თურქეთის პალატათა და ბირჟათა გაერთიანების (TOBB) თავმჯდომარემ რიფათ ჰისარჯიქლიოღლუმ განაცხადა, რომ ამა წლის პირველი კვარტალიდან მოყოლებული საწარმოო მრეწველობა 2015 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 5.6%-ი გაიზარდა. ჩინეთისა და ინდოეთის გამოკლებით, თურქეთს მსოფლიოში მაგალითი არ ჰყავს. მისივე თქმით, შარშან ეკონომიკური ზრდა 4 პროცენტი იყო და 2016 წელში კი იგი ამ მაჩვენებელს გადააჭარბებს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ მსოფლიოში ბავშვის მუზეუმი მხოლოდ კაპადოკიაშია. თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრ კაპადოკიაში მსოფლიოს პირველი და ერთადერთი ბავშვთა მუზეუმი მდებარეობს, რომელიც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების დიდ დაინტერესებას იწვევს. ნევშეჰირის ურგუფის რაიონის სოფელ მუსტაფაშაში 170 წლის სინასოსის სახლ-მუზეუმში ტრაგაკანტის მცენარისგან დამზადებული ორი ათასამდე ბავშვის გამოსახულებაა გამოფენილი. კაბადოკიის ხელოვნების ისტორიის მუზეუმის სახელით ცნობილი მსოფლიოში პირველი ბავშვის მუზეუმი ექსპოზიციების დასათვალიერებლად ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმრებს იწვევს. მუზეუმში მისულ მნახველებს ბავშვის გამოსახულებები ისტორიასთან ერთად ანატოლიის მითოლოგიურ და ისტორიულ წარსულსაც უამბობენ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები