თურქული პრესა 16.05.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

491645
თურქული პრესა  16.05.2016

მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაქი“-თ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: ტერ ორგანიზაცია დეაშის თანამშრომლობა სირიის რეჟიმთან და რუსეთთან იარაღით ვაჭრობაში, გადაღებული ვიდეოფირებით და ფოტოებით დადასტურდა. დეაში  ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით იარაღის და საბრძოლო მასალის გადატანას ტრაილერებით ანხორციელებდა, რომელსაც როგორც ასადი, ასევე რუსეთი და ირანიც ხედავდა, მაგრამ,  მათ წინააღმდეგ არანაირი ქმედება არ განუხორციელებიათ. გავრცელებული ინფორმაციით დეაში იმ იარაღს ალეპოს ჩრდილოეთში  მოქმედ უსაფრთხო ზონაში აპირებს გამოყენებას.

გაზეთი „ვათანი“ წერს, რომ  ქალაქ მარდინის ნუსაიბინის რაიონში ტერ ორგანიზაცია პკკ-ს  წინააღმდეგ მიმდინარე  ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, ტერორისტების მხრიდან ჩუსტებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი ბომბები იპოვეს. ტერორისტები ჩუსტებზე დამაგრებულ ასაფეთქებელს შორიდან სამართავი პულტით, სამართალდამცველების მხრიდან ასაფეთქებელი მასალის გაწმენდის დროს აფეთქებას გეგმავდნენ.  

გაზეთ „ჰურრიეთ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატიას სახელწოდებით „ თურქეთ-აზერბაიჯან და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდება“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა გუშინ, აზერბაიჯანის ქალაქ კაბალაში,   სამხედრო თანამშრომლობის ახალ  დეკლარაციას მოაწერეს ხელი. სამთა შორის გამართულ რიგით მეოთხე შეხვედრის შემდეგ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კავკასიაში თურქეთ, აზერბაიჯან და საქართველოს შორის  არსებული თანამშრომლობა სამივე ქვეყნის სასარგებლოდ ხორციელდება. ილმაზმა ასევე აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებულ დაძაბულობაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ სომხეთმა აგრესიულ პოლიტიკას თავი უნდა დაანებოს, რადგან ასეთ პოლიტიკას მისთვის არანაირ სარგებლობას არ მოუტანს.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ  ღაზაში პალესტინელებმა „NEKBE“, ანუ დიდი კატასტროფის 68-ე წლისთავთან დაკავშრებით, მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მსვლელობის დროს „აუცილებლად დავბრუნდებით“, „ბრძოლა და ერთიანობა დაბრუნების გზაა“ სლოგანებს გაიძახოდნენ. 1948 წლის 14 მაისს ისრაელის მხრიდან ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიიდან ადგილობრივები მიგრაციისთვის  აიძულეს და ამ ადგილებში დამოუკიდებელი ისრაელის სახელმწიფო შექმნეს.  მას შემდეგ 15 მაისს პალესტინელები დიდ კატასტროფად აღნიშნავენ.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს მიხედვით მსოფლიოში ცნობილი კინოვარსკვლავების მონაწილეობით მიმდინარე კანის კინოფესტივალზე, ერთ-ერთმა ინტერნეტ  ფირმამ, თავისი პროდუქციის რეკლამირებისას  დივერსანტების ფორმაში გამოწყობილი პირები ჩართო, რამაც მნახველებში ერთგვარი პანიკა გამოიწვია. ფრანგული ინტერნეტ საიტის მხრიდან ჩატარებული სარეკლამო კამპანიის მონაწილეები ნიღბებითა და შავი დროშებით გამოჩნდნენ სცენაზე რა, მსოფლიო ვარსკვლავებს  თავიდან ისინი ტერორისტები ეგონათ. ის შავი დროშა, რომელსაც ისინი ატარებდნენ, თურმე  კომპანიის ფლანგმა გახლდათ, წერს გაზეთი ჰაბერ თურქი.   

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები