თურქული პრესა 14.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

471017
თურქული პრესა 14.04.2016


თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მე-13 ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სტამბოლში ტარდება. სამიტში მონაწილე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10 ტრილიონ დოლარს, ხოლო ეროვნული შემოსავალი კი მსოფლიოს ეროვნული შემოსავლის 11%-ს შეადგენს. ისლამურ სამიტში მონაწილე ქვეყნების 4.2 ტრილიონი დოლარის საგარეო ვაჭრობა, 2014 წლიდან 18.7 ტრილიონი დოლარით მსოფლიო ვაჭრობის 22%- შეადგენს. ისლამური ქვეყნების ორგანიზაციის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მუდმივი კომიტეტის 2014 წლის მონაცემებით 57 ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 2.1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებს შორის ვაჭრობა კი 2014 წელში 393 მილიარდ დოლარზე ავიდა. ერთმანეთს შორის ყველაზე მეტი სავაჭრო ბრუნვის მქონე ქვეყნებია გაერთიანებული არაბული საამირო, თურქეთი, საუდის არაბეთი, ირანი, ინდონეზია და მალაიზია.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ 21 აპრილს იზმითის ყურის ხიდის ბოლო ფილის ჩადებასთან ერთად იგი მოქმედებას დაიწყებს და 4 საათიანი გზის გავლა 4 წუთში გახდება შესაძლებელი. სტამბოლი-იზმირის საავტომობილო გზის პროექტის ფარგლებში აგებული იზმითის ყურის ხიდი სრული დატვირთვით მაისში ამოქმედდება.

ივნისში საფრანგეთში გასამართი ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის მთავარი სპონსორის თურქეთის ავიახაზების მიერ ამ ტურნირისათვის სპეციალურად მომზადებულმა თვითმფრინავმა პარიზში პირველი ფრენა შეასრულა - წერს გაზეთი „საბაჰი“. თურქეთის ავიახაზები ამასთანავე ამ სპონსორობის ხელშეკრულების ფარგლებში ბილეთების გათამაშებას და მგზავრებისთვის ევროპის მრავალ აეროპორტში EURO 2016 -თან დაკავშირებულ სპეციალურ ღონისძიებებს გამართავს.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ ევროკავშირმა საბერძნეთს საზღვრებზე კონტროლის უზრუნველყოფისათვის კონკრეტული გეგმის წარსადგენად 2 კვირიანი ვადა მისცა. ევროკომისიამ საბერძნეთის მიერ საზღვრის დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯების პირველი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომისია საბერძნეთისაგან 26 აპრილამდე დამატებითი ელემენტებისა და განმარტებების წარდგენას ითხოვს. აქვე გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რომ ათენი დევნილთა თითის ანაბეჭდების ევროკავშირის საინფორმაციო ბანკისათვის მიწოდებაში არასაკმარისია. საბერძნეთის მიერ კონკრეტული გეგმის არ წარდგენის შემთხვევაში, ევროკომისია წევრი ქვეყენების მიგრანტთა დინების შენელებისათვის დაწყებული საზღვრის კონტროლის კიდევ 6 თვით გაგრძელების წინადადებას წამოაყენებს. არსებული შეთანხმების მიხედვით, წევრი ქვეყნებიდან რომელიმეს საზღვრის დაცვაში წარუმატებლად არ მიჩნევის შემთხვევაში კონტროლი 12 მაისს უნდა შეწყდეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები