თურქული პრესა 25.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

458015
თურქული პრესა 25.03.2016

მიმოხილვას გაზეთ "სტარი"-თ დავიწყებთ, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, "ბელგია ტერორისტებს არ გადმოგვცემს" და მასში ვკითხულობთ: ბელგია, რომელიც ამ ბოლო დღეებში ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის გამო შეშფოთებულია, უკვე წლებია რაც ამ ქვეყანაში თავშეფარებულ და თურქეთის მხრიდან ძებნილ ტერორისტებს არ იძლევა. მათ შორისაა ცნობილი თურქი ბიზნესმენის, საბანჯის მკვლელი ბეჰრიე ერდალი, ტერორგანიზაცია პკკ-ს და ქჯქ-ს ევროპის ზედამხედველი ზუბეირ აიდარი და ასევე სხვა 30-ე ტერორისტი. ასე რომ ბელგია ამით ორმაგი სტანდარტის პოლიტიკით მოქმედებს.

გაზეთი "საბაჰი" წერს, რომ თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, უძრავი ქონების გამოფენა სახელწოდებით Cityscape Turkey ტარდება, რომელშიც 59 ქვეყნიდან 1500 უცხოელი, მთლიანობაში კი 3300 ფირმა მონაწილეობს. გარდა ამისა ამავე გამოფენაზე ასევე შვიდი ქვეყნის 67-მა ფირმამ სტენდი გახსნა. წინასწარი ვარაუდით ამ გამოფენას 10 ათასზე მეტი ადამიანი მოინახულებს. უცხოელები ძირითადად ზღვისპირა რეგიონებში უძრავი ქონების შეძენით ინტერესდებიან, მათ შორის არაბები, რომლებიც ძირითად ყურადღებას შავიზღვისპირეთს უთმობენ.

გაზეთი "ჰაბერთურქი" იუწყება, რომ მილიონობით ტურისტის მხრიდან ყველაზე ხშირად გამოყენებული სამოგზაურო საინფორმაციო ინტერნეტ საიტმა Trip Advisor-მა, ამ ტურისტების მხრიდან ყველაზე ხშირად მოსანახულებელი ათი ქალაქის სია გამოაქვეყნა. ამ სიაში პირველ ადგილზე ინგლისის დედაქალაქი ლონდონი მოხვდა, ხოლო მეორე ადგილზე სტამბოლი დასახელდა.

გაზეთ "იენი შაფაქი"-ს მიხედვით ლონდონში მოქმედი სააუქციონო სახლი "ბონჰამსი," მიმდინარე წლის 19 აპრილს აუქციონს გამართავს, სადაც ისლამური და ინდური ნაწარმოებები გაიყიდება. აუქციონზე ძვირფასი მინები, კერამიკული ნაწარმოებები, ხელნაწერები, ქანდაკებები, ხალიჩები და სხვა მრავალი ნაწარმოები გაიყიდება. გამოფენაზე ასევე ქააბას და მესჯიდი ჰარამის ნახატებიც გაიყიდება, რომელთა ღურქებულებაც 60 ათასი ფუნტს შეადგენს. აბრეშუმისგან დამზადებული მე-19 საუკუნის ოსმალური დროშა კი 30-40 ათას ფუნტად უნდა გაიყიდოს.

გაზეთი "ჰურრიეთი" იტყობინება, რომ ტუნისში 12-20 მარტს ჩატარებულ საერთაშორისო მეცნიერების და ტექნოლოგიის გამოფენაზე თურქეთიდან წმინდა იოსების სახელობის სკოლის ფონდი იღებდა მონაწილეობას. მათ ფიზიკის სფეროში ოქროს მედალი მოიპოვეს. აღნიშნული სკოლის მოსწავლეებიდან ჯემ შენოლმა და სელიმ ალბერმა "ოპტიკური გაზის სენსორის" პროექტში მიიღეს ოქროს მედალი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები