თურქული პრესა 11.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

448764
თურქული პრესა 11.03.2016


თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას გაზეთ "სტარი"-თ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მხრიდან მიგრანტთა საკითხის მოგვარების მინისტრად დანიშნულმა პიტერ ალთმაიერმა განაცხადა, რომ თურქეთი მიგრანტების საკითხში ევროპელებზე უფრო ევროპელად იქცევა. მან ერთ-ერთი გერმანული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ნურავინ ელოდება მხოლოდ თურქეთისგან მიგრანტების საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას.

გაზეთი "საბაჰი" წერს, რომ თურქეთმა ინფლაციის დეფიციტის, ინდუსტრიული წარმოების, ექსპორტის და მაკროეკონომიკის მსგავს საკითხთან დაკავშირებით ზრდის პერფორმანსი შეინარჩუნა, რითაც უცხოელი ინვესტორების ყურადღება მიიპყრო. უცხოელი ინვესტორების ყურადღება ასევე ბოლო დროს ევროკავშირ-თურქეთს შორის მოღწეულმა შეთანხმებებმაც დაიმსახურა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ბოლო ერთ თვეში თურქეთის საფონდო ბირჟაზე უცხოელმა ინვესტორებმა მთლიანობაში 725 მილიონი დოლარის ფასიანი ქაღალდები შეიძინეს.

გაზეთი "ვათანი" იუწყება, რომ თურქეთმა საცხოვრებელი ბინების ფასების ზრდაში 2015 წელს მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თურქეთში საცხოვრებელი ბინების ფასებმა წლიური 18,4 % ზრდა განიცადა. მსოფლიო მასშტაბით საცხოვრებელი ბინების ფასების ზრდაში პირველ ადგილზე თურქეთი 18,4%-ით, მეორეზე ახალი ზელანდია 14,2%,-ით, ხოლო მესამე ადგილზე კი შვედეთი 12,3%-ით გავიდა.

გაზეთი "იენი შაფაქი"-ს მიხედვით, თურქეთი მიმდინარე წლის ტურისტული სეზონის წარმატებით ჩატარებისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. კულტურის და ტურიზმის სამინისტრო 400 კაციანი ტურიზმის ელჩების აყვანას აპირებს, რომლებიც ტურისტებს აეროპორტში დახვდებიან და გიდობას გაუწევენ. სამინისტრო ასევე 600 კაციან ჯგუფს ამზადებს, რომელიც ტურისტებს ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებინებს.

გაზეთი "ჰურრიეთი" იტყობინება, რომ აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვან სიმსივნის ნაადრევად გამოკვლევის ცენტრში, (OHSU) მთავარ სპეციალისტად თურქი დაინიშნა. აღნიშნული ცენტრისათვის ერთი მილიარდი დოლარის თანხა გამოიყო, რომელსაც თურქი პროფესორი სადიქ ესენერი უხელმძღვანელებს. აღნიშნულმა ცენტრმა დღემდე სხვადასხვა სფეროში სიმსივნის 200-ზე მეტი კვლევა წარმატებით ჩაატარა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები