თურქული პრესა 10.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

448114
თურქული პრესა 10.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის პრემიერმინისტრმა გუშინ თავდაცვის სისტემის მხარდასაჭერად 5,9 მილიარდი დოლარის პაკეტს მოაწერა ხელი. აღნიშნული თანხიდან 4,5 მილიარდი დოლარი ეროვნული წარმოების სამხედრო შეიარაღებიდან უპილოტო საფრენი აპარატების, თოფის და სხვა საბრძოლო ხელსაწყოების დასამზადებლად უნდა იქნას გამოყენებული. თურქეთში ასევე მიმდინარე წლის აპრილ-მაისის თვეში თავდაცვის სამრეწველო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაც უნდა გაიმართოს, სადაც ამ საკითხებში კერძო კომპანიების ჩართვაც იგეგმება. აღნიშნული პროექტით თურქეთი ეროვნული წარმოების თავდაცვის სისტემის დანერგვას ცდილობს.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით 2015 წელში რუსმა ჰაკერებმა ათჯერ გაზარდეს კიბერ შეტევები და ამ ფარგლებში თურქეთის სახელმწიფო დაწესებულებებისა და პრეს ორგანოების კომპიუტერებში შეღწევას, კრიტიკული დოკუმენტების, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოებების მოპარვას ცდილობენ განსაკუთრებით იანვრის დასაწყისიდან. კრემლის მხარდაჭერილმა რუსმა ჰაკერებმა გასულ კვირაში პრემიერმინისტრის სამსხურისა და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის კომპიუტერებში შესაღწევად „პაიკის ქარიშხალის“ სახელწოდების უდიდესი კიბერ შეტევა განახორციელეს, თუმცა ერთ-ერთი ამერიკული კიბერ უსაფრთხოების კომპანიის გაფრთხილებით შეტევა მცირედი ზიანით იქნა თავიდან აშორებული.

„იენი შაფაკი“ იუწყება, რომ თურქეთის ტელეკომმა საერთაშორისო წყალქვეშა ბოჭკოვან საკაბელო სისტემას მარმარისის სადგურიც მიამატა. სისტემა, რომელიც 2016 წლის ბოლოს ამოქმედდება, აზიიდან ევროპამდე 20 ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე თურქეთის ჩათვლით 17 ქვეყნას დააკავშირებს.

ტარაბიაში მდებარე ჰუბერის კოშკსა და ფაიტონჰანეში სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყება - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. ისტორიული ნაგებობები გარე ეფექტებისაგან დასაცავად სპეციალური ტილოებით დაფარეს. პროექტის ფარგლებში ისტორიული ნაგებობებს გაფუჭებულ ნაწილებსა და არაორიგინალურ ფრაგმენტებს მოაცლიან და მათ ახალი ნაწილებით გაამაგრებენ.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, პროფესორი ჰალუკ დურსუნი ნილოსის, დუნაისა და ორჰონის სანაპიროებზე ოსმალური კულტურის კვალს ეძებს. დურსუნმა ნილოსის შემდეგ წიგნი დუნაიზეც დაწერა და მომდევნო წიგნში კი ორჰონზე ისაუბრებს. ეს წიგნის მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისაც ამ ტერიტორიების ახლოდან გაცნობა სურს. ნაწარმოები მწერლის მოგზაურობის ჩანაწერებთან ერთად მდინარე დუნაის შესახებ სხვების მიერ დაწერილ ტექსტებსა და ლექსებსაც შეიცვას.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები