თურქული პრესა 09.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

447241
თურქული პრესა 09.03.2016

თურქული პრესა 09.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც მარმარილოს ზღვაში დასრულდა თურქ ტელეკომის მხრიდან წყალქვეშა საკაბელო სადგურის “SEA-ME-WE 5“-ის მშენებლობა, რომელიც 3 კონტინენტის 17 ქვეყანას დააკავშირებს. ამ სისტემის სიგრძე 20 ათასი კმ-ია და ექსპლოატაციაში მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში გადაეცემა. ეს იქნება ევროპა-აზია-აფრიკის ხაზზე აგებული პირველი წყალქვეშა ოპტიკური მაგისტრალი. მისი საშუალებით უმაღლესი ხარისხის ხმასთან ერთად, მონაცემთა ბაზაში მინიმალური დაგვიანებითი კურსის შემცველი საკმაოდ მაღალი დონის ტექნოლოგია იქნება გამოყენებული. მოკლედ, ამ პროექტით თურქეთის ინტეგრაცია მსოფლიო ციფრულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაჩქარდება, ხოლო ამის პარალელურად ყოველდღიურად მზარდი საჭიროებების მონაცემების სისტემასაც უმაღლეს დონის ინფრასტრუქტურა ექნება, ასკვნის საბაჰი

ჰაბერთურქი აშშ-ს ცნობილი ანალიტიკური ცენტრის, Stratfor-ის ხელმძღვანელის ჯორჯ ფრიედმანის მიერ მსოფლიოს მომავალი 10 წლის განვითარებისადმი გამოთქმულ ვარაუდებს აქვეყნებს. მისი მიხედვით 2026 წლისათვის გლობალური მასშტაბით ყველაზე მეტად სამი ქვეყანა განვითარდება და ესენია თურქეთი, პოლონეთი და იაპონია. ამავე ვარაუდით მომავალი 10 წლის განმავლობაში რუსეთი მთლიანად დაიშლება და ამ დროს იგი უფრო აგრესიული გახდება რა, მისგან თავის დასაცავად თურქეთი უფრო დაუახლოვდება ამერიკას

ვათანი აშშ-ს ყველაზე უდიდესი საჰაერო გიგანტის, ფირმა Boeing-ის თავჯდომარის პირველი მოადგილის ბერტრანდ მარკ ალლენის განცხადებას ბეჭდავს, რომელშიც იგი ამბობს, რომ მსოფლიოში ერთადერთი საჰაერო ფლოტი, რომელსაც შეუძლია მომავალში მეტოქეობა გაუწიოს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების საჰაერო ფლოტს, არის თურქეთის საჰაერო ფლოტი THY. ეს განცხადება მან გააკეთა აბუ დაბიში ჩატარებულ გლობალურ საავიაციო სამიტზე და დაამატა, რომ სტამბოლი მსოფლიო საავიაციო მარშრუტის სატრანზიტო კვანძად გადაიქცა. “დღეს THY-ს საჰაერო კავშირები აქვს დამყარებული ევროპიდან ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ამერიკაში, შორეულ აღმოსავლეთში, შუა და ცენტრალურ აზიაში, ხოლო როცა ექსპლოატაციაში გადაეცემა სტამბოლის მესამე აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უდიდესი იქნება, მაშინ THY-ც გლობალურ ფირმად გადაიქცევა“, განაცხადა ალლენმა, წერს ვათანი

იენი შაფაკი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ ქალაქ ედირნეში მდებარე სელიმიეს სახელობის მეჩეთს, რომელიც მე-16 საუკუნის დიდი ოსმანი ხუროთმოძღვრის, მიმარ სინანის მხრიდანაა აშენებული და რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში შედის, მიმდინარე წლის ბოლოს რემონტი დაეწყება, თუმცა იგი მოზიარეებისათვისაც და მლოცველებისთვისაც ღია იქნება

“თურქი მსახიობი ბელჩიმ ბილგინი ჰოლივუდის გზას დაადგა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰურრიეთში და მასში ვკითხულობთ: ცნობილი თურქი მსახიობი ქალი ბელჩიმ ბილგინი, რომელმაც უკვე ითამაშა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიც არიან “მარტორქას სეზონი“ და “დაე მუსიკამ დაუკრას“, კვლავ მიიწვიეს ჰოლივუდში და იგი მსოფლიო ვარსკვლავებ ბენ კინგლისთან, ჟაკ ბისსეტთან და თეო ჯეიმსთან ერთად მთავარ როლს ითამაშებს ფილმ “Backstabbing for Beginners“-ში


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები