თურქული პრესა 07.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

445919
თურქული პრესა 07.03.2016

თურქული პრესა 07.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას გაზეთ "ჰურრიეთი"-თ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ თურქეთი, რომელმაც 2,5 მილიონ სირიელი მიგრანტი შეიფარა, სურს, რომ ეს ტვირთი ევროკავშირსაც გაუნაწილოს. მისივე თქმით ის სამი მილიარდი ევრო, რომელიც ევროკავშირმა თურქეთს უნდა გადასცეს, იმ თანხით სირიელებისთვის სკოლების მშენებლობისა და სამუშაო ადგილების შექმნისათვის უნდა დაიხარჯოს. მერკელმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით იქნება შესაძლებელი, წერს ჰურრიეთი.

გაზეთი "სტარი"-ს მიხედვით ინგლისში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ მორემ განაცხადა, რომ სირიულ ქურთულ დაჯგუფებებს PYD-ს და YPG-ს ტერორგანიზაცია პკკ-სთან კავშირი რომ ჰქონდათ, ამის შესახებ ინფორმაცია ადრეც ქონდათ მიღებული. "თუ თქვენ PYD-ს და YPG-ს ოფისებს მოინახულებთ, დაინახავთ, რომ მათ კედლებზე პკკ-ს ლიდერის აბდულლაჰ ოჯალანის სურათები აქვთ გაკრული," განაცხადა რიჩარდ მორემ და დაამატა, რომ არ შეიძლება ჟენევაში სირიის ქურთული დაჯგუფება YPG ოპოზიციის სახელით ესწრებოდეს. მან ასევე YPG-ს და რუსეთ შორის არსებული თანამშრომლობის მიმართ უკმაყოფილებაზეც გაუსვა ხაზი.


გაზეთი "იენი შაფაქი" წერს, რომ სტამბოლის პოლიციამ ცნობილი ფრანგი მხატვრის, ლაზარი ბინენბაუმის ოთხი ნახატი აღმოაჩინა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იქნა გატაცებული და მისი ღირებულება ხუთი მილიონი ევროა. ვარაუდით აღნიშნული ნახატები მეორე მსოფლიო ომის დროს მოსკოვიდან არის გატაცებული. აღნიშნული ნახატების ორიგინალურობის დასადგენად ისინი მიმარ სინანის უნივერსიტეტის და თოფქაფის სასახლის ხელოვნების სპეციალისტებს გადასცეს.

გაზეთი "ჰაბერთურქი" იუწყება, რომ მსოფლიო ქალთა დღეს, 8 მარტს კოსმოსში საინტერესო მოვლენები უნდა მოხდეს. სწორედ ამ დღეს უნდა განხორციელდეს მზის დაბნელება, სუპერ მთვარის, ე.ი. ბადრი მთვარის გამოჩენა და მეტეორის დედამიწის სიახლოვეს ჩავლა. ზოგიერთი ამ მოვლენებს კოსმოსის მხრიდან ქალებისთვის სიუპრიზად მიიჩნევს, მაგრამ ზოგს კიდევ ეშინია. აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო NASA-ა კი აცხადებს, რომ ამ მოვლენებში საშიში არაფერია.

გაზეთი "საბაჰი" იტყობინება, რომ თურქეთის სახელმწიფო არქივის გენერალურმა დირექციამ ოსმალეთის არქივიდან 95 მილიონზე მეტი საბუთი გამოიკვლია, რათა ოსმალეთში ქალის აქტიური როლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. არქივებში ქორწინება-განქორწილების დროს ქალთა უფლებების, მათი განათლების, ქონების ფლობის და ქალთა ორგანიზაციების ჩამოყალიბების ჩათვლით მრავალი საკითხია ასახული რა, ახლა ისინი წიგნად უნდა გამოიცეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები