თურქული პრესა 29.02.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

441285
თურქული პრესა 29.02.2016

მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქით დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის ქალაქ დიარბაქირის სურის რაიონში სამოქალაქო პირების ევაკუაციის მიზნით შექმნილ უსაფრთხოების დერეფანზე ტერორგანიზაცია პკკ-მ ხელნაკეთი ბომბები დაამონტაჟა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქის გუბერნატორი ავრცელებს. ტერორისტების მხრიდან ბომბების დამონტაჟების ფაქტები უპილოტო საფრენმა აპარატმა დააფიქსირა, წერს იენი შაფაქი.

გაზეთი "ჰაბერთურქი" იუწყება, რომ რუსეთი მორატორიუმის შემდეგ სირიის დაბომბვას კვლავ განაგრძობს. რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ქალაქ ალეპოს დასავლეთით მდებარე რაიონები და სოფლები დაბომბეს. რუსული თვითმფრინავები და ასადის რეჟიმი ალეპოს მახლობლად მდებარე რაიონების, რომლებიც ოპოზიციონერების კონტროლის ქვეშ არიან, დაბომბეს.

გაზეთი "ვათანი" წერს, რომ მიგრანტების მხრიდან ეგეოსის ზღვაში საიმედო მოგზაურობის, რომელიც უმეტეს წილად სიკვდილით მთავრდებოდა, რაოდენობის შემცირების მიზნით NATO-ს სამაშველო და საკონტროლო გემებმა ეგეოსის საერთაშორისო წყლებში საკონტროლო სამუშაოები უკვე დაიწყეს. ამ საკითხს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ადასტურებს და აცხადებს, რომ მათი მიზანია როგორც საბერთძნეთთან, ასევე თურქეთთან თანამშრომლობით მიგრანტების საიმედო მოგზაურობა.

გაზეთი "ჰურრიეთი"-ს მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი სტამბოლში 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში. ამ აეროპორტის მშენებლობის პარტნიორი თურქეთისა ჩინეთი გახლავთ. ჩინეთის მოსახლეობისათვის ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაუროდ ყველაზე ხელსაყრელი გზა სტამბოლის აეროპორტი გახლავთ. თურქეთის ავიახაზები 2018 წლამდე 200 თვითფრინავის ყიდვას აპირებს და მას მთლიანობაში 500 თვითმფრინავი ეყოლება, რითაც იგი მსოფლიოში ყველაზე დიდ კომპანიად გადაიქცევა.

გაზეთი "საბაჰი" წერს, რომ მიმდინარე წელს ჟენევაში 86-ე საერთაშორისო საავტომობილო გამოფენა უნდა გაიმართოს. ამ გამოფენაზე ძალიან დიდი ადგილი თურქეთში ნაწარმოებ ავტომობილებს დაეთმობა. ჟენევის 86-ე საერთაშორიოს საავტომობილო გამოფენა 3 მარტს დაიწყება და 13 მარტს დასრულდება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები