თურქული პრესა 26.02.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

439780
თურქული პრესა 26.02.2016

მიმოხილვას გაზეთ "იენი შაფაქი"-თ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ახალი სტრატეგია ინერგება. თურქეთის თავდაცვის სამინისტრო, გენშტაბი, ჟანდარმერია და პოლიციის სამმართველოს გარდა საქალაქო სიმშვიდისთვის სამხედრო ქვეითები და სპეცრაზმის წარმომადგენლებიც აპირებენ მოვალეობის შესრულებას. ამ ახალი სისტემის მიზანი კი ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში არსებული დაპირისპირებების აღკვეთაა.

გაზეთი "ჰაბერთურქი" წერს, რომ თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭოს (TÜBİTAK) თავჯდომარემ, პროფესორმა არიფ ერგინმა თურქეთის პარლამენტში ეროვნული უშიშროების კომისიასთან ბრიფინგი გამართა. მისივე თქმით მალე თურქეთის თავდაცვის სისტემაში ახალი "კვანტური კრიპტოგრაფიის" ტექნოლოგიის დანერგვას აპირებენ. ამ ახალი სისტემის მეშვეობით ყოველგვარი ინფორმაციის შენახვა უფრო სანდო გახდება. ამავე სისტემით სახელმწიფო მეთაურებს შორის გამართული სატელეფონო საუბრების მოსმენაც შეუძლებელი იქნება.

გაზეთ "საბაჰი"-ს მიხედვით თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ახალი ხუთი საბჭო უნდა შეიქმნას, რომლის მისიაც პრეზიდენტის სასახლის ფუნქციონირების გაზრდაა. პირველი საბჭო ეკონომიკის და საგარეო ვაჭრობის სფეროში უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც მსხვილი კომპანიების მფლობელებიც შევლენ.

გაზეთი "სტარი"-ს მიხედვით მსოფლიო ბანკის თურქეთის წარმომადგენლის იოჰანეს ზუტის განცხადებით, თურქეთის ეკონომიკამ 2015 წელს მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით ზრდა განახორციელა. "გასულ წელს თურქეთში ჩატარებული არჩევნებიდან, რეგიონში არსებული მდგომარეობიდან და გეოპილიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე ჩვენი ვარაუდით ასეთი ტემპით ზრდა არ უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ჩვენ შევცდით," განაცხადა ზუტიმ.

გაზეთ "ჰურრიეთი"-ს სპორტის მიმომხილველი გუშინ გამართულ ევროლიგის საპასუხო მატჩებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ გუშინ, გამართული უეფას ევროლიგის 32-ე ტურის მეორე შეხვედრის შემდეგ მერვედფინალში გამსვლელთა ვინაობა ცნობილი გახდა. თურქული კლუბებიდან ფენერბახჩემ გუშინ გასვლით მატჩში რუსულ კლუბ ლოკომოტივთან ჩაატარა რა, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა და ამ ანგარიშის მიხედვით ფენერბახჩემ მომდევნო ტურში გადასვლის შანსი მოიპოვა, რადგან ფენერბაჰჩე-ლოკომოტივის პირველი მატჩი, რომელიც სტამბოლში ჩატარდა, 2-0 ფენერბაჰჩეს სასარგებლოდ იყო დასრულებული. მერვედფინალისტების კენჭისყრა დღეს გაიმართება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები