თურქული პრესა 24.02.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

438391
თურქული პრესა 24.02.2016

თურქული პრესა 24.02.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილედ გამოცდილი თურქი დიპლომატი თაჯან ილდენი დაინიშნა და იგი ამ მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყებს. “ასე რომ, ამიერიდან ნატოს გენ. მდივნის ჯეინს სტოლტენბერგის მრავალ საკითხში მარჯვენა ხელი თურქი დიპლომატი იქნება“, აღნიშნავს სტარი

საბაჰის ეკონომიკური მიმომხილველი ეხება რა სტამბოლში რიგით მესამე აეროპორტის მშენებლობას, რომელიც ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე უდიდეს აეროპორტად გადაიქცევა, წერს, რომ იგი კანდიდატი გახდა მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული უძრავი ქონების გამოფენის MIPIM-სა, რომელიც სპეციალურ ჯილდოს აკუთვნებს მომავლის ყველაზე საუკეთესო მეგა პროექტებს. სხვათა შორის წელს ამ ჯილდოზე წარდგენილია მსოფლიოს 42 ქვეყნის 230 პროექტი და ნომინაციები 11 კატეგორიაში იქნება. ყველა კატეგორიაში გამარჯვებული კი გამოვლინდება 15-17 მარტს, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანში დაგეგმილ MIPIM-ის გამოფენაზე

“ქიზილაის ნანო ტექნოლოგიური კარვები ექნება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ვათანში და მასში ვკითხულობთ: თურქული ჰუმანიტარული საზოგადოება “ქიზილაი“-ს დაკვეთით ახალი ნანო ტექნოლოგიური კარვები დამზადდა. ეს კარვები ბუნების მეგობარნი იქნებიან, რადგან მათ შეეძლებათ “სუნთქვა“, ცეცხლი არ მოეკიდებათ, წყალგაუმტარნი იქნებიან, სითბოს და ხმაურის იზოლაცია ექნებათ, კარვის შიგნით გაფენილი ხალიჩის დაბალი სიძლიერის დენზე მიერთებით ელექტრო გათბობაც შესაძლებელი გახდება. ასეთი კარვების სწრაფად დამზადების მიზნით კი გამოყენებულ იქნება უქსოვადი მასალები. ამ კარვების ტესტირება წარმატებულად ჩატარდა ანკარაში, ლუქსემბურგში და მონღოლეთში რა, მათ ას-ასი ასეთი კარავი გადაეცათ საჩუქრად, იტყობინება ვათანი

ჰაბერთურქის მიხედვით სტამბოლი სულ უფრო და უფრო ხდება უცხოელი, განსაკუთრებით კი ევროპელი უძრავი ქონების ინვესტორების მიზიდვის ცენტრი და წლითიწლობით იზრდება აქ უცხოელ ინვესტორთა დაბანდებები. 2016 წლის ანგარიშით სტამბოლმა “საუკეთესო საინვესტიციო ბაზრები"-ს სიაში ერთბაშად ექვსი საფეხურით შესძლო გაზრდა და ევროპაში მე-14 ადგილზე გადაინაცვლა, როცა გასულ წლებში მე-20 ადგილზე იყო. ექსპერტების აზრით კი მომავალ წლებში სტამბოლი პირველ ათეულში შევა

იენი შაფაკი სპორტულ გვერდზე წარმატებას ულოცავს თურქ ჩოგბურთელ ქალ ჩაღლა ბოიქაქჩაის, რომელმაც კატარის ღია ჩემპიონატის მეორე ტურში ანგარიშით 2:0 დაამარცხა მსოფლიოს რიგით მე-12 ჩოგანი, ჩეხი ლუსიე საფაროვა და შესძლო მესამე ტურში გადასვლა. ჩაღლა გახდა თურქ ქალებს შორის პირველი ჩოგბურთელი, რომელიც ასეთი დონის ტურნირზე მესამე ტურში გავიდა, წერს იენი შაფაკი


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა , #მოკლე

მსგავსი ინფორმაციები