თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

437701
თურქული პრესა

მიმოხილვას გაზეთ "ვათანი"-თ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქული სამხედრო ფირმა ASELSAN-ის მიერ დამზადებული KORAL-ის მობილური ელექტრონული საბრძოლო სისტემა დაამზადა და იგი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებს გადასცა. ამ სისტემას მსოფლიო რადარების ფუნქციუნირებიდან გამოყვანა შეეძლება. თურქეთის მხრიდან ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული ეს სისტემა ძალიან ნაკლებ ქვეყნებს აქვს. KORAL-მა მრავალი ტესტი წარმატებით ჩააბარა და იგი გამოსაყენებლად შესაბამის სტრუქტურას გადაეცა.

გაზეთი "სტარი" იუწყება, რომ სირიაში რუსეთი გამუდმებით სამოქალაქო პირებს ბომბავდა, მაგრამ ამჯერად მათ სამიზნეები შეეშალათ და ტერორგანიზაცია პკკ-ს დაქვემდებარებაში მყოფ დაჯგუფება YPG-ს ობიექტები დაბომბეს. რუსეთის ამ ქმედებამ YPG-ს მომხრეებში დიდი განცვიფრება გამოიწვია, რადგან რუსეთი მათ მხარს უჭერდა. რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მათ კორდინატების შეცდომით მიღების გამო დაუშვეს ასეთი შეცდომა. ამ მოვლენას სირიის რეჟიმიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსები მსგავს შეცდომებს ხშირად უშვებენ. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირას შეცდომით ასადის სამხედრო არსენალი დაბომბა.

გაზეთ "იენი შაფაქ"-ში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით "ევროვიზიაზე რუსეთის ძალადობა უნდა გაპროტესტდეს" და მასში ვკითხულობთ: უკრაინის წარმომადგენელმა 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე დაახლოებით 250 ათასი ყირიმელი თათრის სტალინის ბრძანებით გადასახლებულთა ისტორია უნდა გადმოსცეს. კონკურსზე სიმღერით "1944", ყირიმელი თათარი მომღერალი ჯემილე წარსდგება. მიმდინარე წლის 61-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 14 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში უნდა ჩატარდეს.

გაზეთი "საბაჰი"-ს მიხედვით თურქულმა ტელეფონის ფირმამ General Mobile-მ Google-სთან თანამშრომლობით დიდი წარმატებას მიაღწია რა, ახლა იგი მეორე მოდელის გამოშვებას და 45 ქვეყანაში გატანას აპირებს. Google-ს ანდროიტის პლატფორმის მეორე მოდელის ტელეფონი GM 5 Plus-ის სახელით გამოვა. აღნიშნულ ტელეფონს სხვა ფირმების მიერ გამოშვებული ტელეფონების თვისებებიდან ყველა თვისება ექნება, მაგრამ იგი მათთან შედარებით გაცილებით იაფად, 199 ევროდ გაიყიდება.

გაზეთი "ჰაბერთუქრი" წერს, რომ თურქეთის სპორტოტო სუპერლიგის 22-ე კვირაში გალათასარაი-ტრაბზონსპორის მატჩზე მსაჯის ქმედებების გასაპროტესტებლად ტრაბზონსპორტელი ფეხბურთელის მხრიდან მატჩის მთავარი მსაჯის, დენიზ ათეშ ბითნერის მიმართ წითელი ბარათის ჩვენებით მსოფლიო ყურადღების მიმქცევ სალიჰ დურსუნის ძეგლი უნდა დაიდგას ტრაბზონში. სალიჰის ძეგლის დადგმას როგორც ტრაბზონის მხარდამჭერები, ასევე ტრაბზონის იომრას და მაჩკას მერიებიც უჭერენ მხარს. სალიჰ დურსუნის ძეგლი მსაჯისთვის წითელი ბარათის ჩვენების დროს გადაღებული ფოტოს ფორმის იქნება. ფეხბურთის მოყვარულები ფიქრობენ, რომ სალიჰის ასეთი ქმედება როგორც თურქული, ასევე მსოფლიო ფეხბურთში სამართლიანობისთვის სამაგალითო იქნება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები