თურქული პრესა 16.02.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

433428
თურქული პრესა 16.02.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, უკრაინაში თავის კოლეგა არსენი იაცენიუკთან გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ სირიის საკითხზე თურქეთის წითელ ხაზზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და დასძინა, რომ არ დაუშვებენ აზეზის დაცემას და დაამატა: „თურქეთში PKK და სირიაში YPG რუსეთის პაიკია. თუ თავდასხმები გაგრძელდება და მიგრანტთა დინების გაგრძელებას მიზეზი მიეცემა, მტკიცედ განვახორციელებთ საპასუხო რეაგირებას.“ განცხადებაში დავუთოღლუმ მხარი დაუჭირა უკრაინას და ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი კატეგორიულად არ აღიარებს ყირიმის ანექსიას.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორგანიზაცია PKK-ს განშტოება -YPG-ს პოზიციები გუშინაც დაბომბა. მენენგის აეროპორტი, რომლის დაცლაც სურს თურქეთს, ტელ რიფათისა და შავარიკატის რეგიონებში YPG-ს სამიზნეები ყოველ ხუთ წუთში იბომბებოდა. ჰაუბიცების სამიზნეები ხშირად იქნა შეცვლილი. ჰათაიში ჩამოვარდნილ ჭურვზე კი დაუყოვნებლივ მოხდა საპასუხო გასროლა. კვირის ბოლოს ჩატარებული ოპერაციების დროს YPG-ს 29 წევრი იქნა მოკლული. ჰაუბიცა „ფირთინა“-ს ჭურვებს, ასევე თურქეთის შეიარაღებული ძალების კანდილში ჩატარებული ოპერაციის დროს F-16-ების მიერ ჩამოყრილ საბრძოლო მასალას შემდეგი წარწერა ჰქონდა გაკეთებული: „სურსა და ჯიზრეში დაღუპული ჩვენი თანამებრძოლებისათვის“.

„ჰაბერთურქი“ იუწყება, რომ HABERTÜRK TV-ის პირდაპირ ეთერში მონაწილე სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესმდივანმა ომერ ჩელიქმა თურქეთ-ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის გადადგმული ნაბიჯები შეაფასა და დასძინა: „ისრაელის მთავრობამ მავი მარმარას ფაქტის დროს თურქეთისა და თურქეთის მოქალაქეებისადმი აგრესიული დამოკიდებულება გამოამჟღავნა. ამის გამო საჭირო იყო ჩვენთვის კომპენსაციის გადახდა და ბოდის მოხდა. ბოდიში მოიხადეს, კომპენსაციის საკითხზე კი მოლაპარაკებები გრძელდება. გარკვეულ ეტაპზე მივედით ანუ ისეთ ეტაპზე, სადაც შესაძლებელია ხელის მოწერა“.

გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ ახალი ID ბარათებზე ადგილი, სადაც რელიგია იქნება მითითებული, აღარ იარსებებს. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილების შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში რელიგიის შესახებ მონაცემების დატანა შესაძლებელი იქნება არა საჩვენებელ ადგილზე, არამედ ჩიპზე.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, ისრაელში დაბადებულმა შვედმა მუსიკოსმა დრორ ფაილერმა მავი მარმარაზე დაღუპული 10 თურქის ხსოვნის საპატივცემულოდ მუსიკალური კომპოზიცია დაწერა, რომლის სახელწოდებაც გახლავთ კოორდინატი „32'43 ჩრდილოეთი 33'31“. გემ „მავი მარმარა“-ზე მომხდარის თვითმხილველმა და ფლოტ „თავისუფლება ღაზას“ მგზავრმა ფაილერმა განაცხადა, რომ ოთხ თვიანი მუშაობის შედეგად შექმნილი კომპოზიცია იმ ვითარების ამსახველი სიბნელის, მღელვარებისა და შიშის მელოდიებად გარდაქმნილი აფეთქებებითა და ხმებით იწყება და ამ მოგზაურობის ტრაგიკული დასასრულის და ისრაელის მიერ „მავი მარმარ“-ზე განხორცილებული თავდასხმის დროს 10 პიროვნების მკვლელობის ამსახველი ხმებით სრულდება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები