თურქული პრესა 10.02.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

430074
თურქული პრესა 10.02.2016
basın özeti

თურქული პრესა 10.02.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრემიერმა დავუთოღლუმ თავის პარტიელ პარლამენტარებთან გუშინდელი შეკრების დროს უსაფრთხოების ახალი პაკეტის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის არა მხოლოდ სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონის უსაფრთხოების, არამედ აღმშენებლობის, დემოკრატიის და მშვიდობის პაკეტი. ხსენებულ რეგიონში გადასადგმელი ნაბიჯებით ქურთი მოსახლეობა შეიხვევს და შეიხორცებს ჭრილობებს, რომელიც მას მიეყენა ანტიტერორისტული ბრძოლის დროს, დაზარალებულებს კომპენსაციები გადაეცემათ და რეგიონი ისე აღდგება, უწინდელს ათასჯერ უფრო აჯობებს, განაცხად დავუთოღლუმ, წერს საბაჰი

ჰურრიეთი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თურქეთში ვიზიტს აშუქებს და წერს, რომ არალეგალი ლტოლვილების რაოდენობის შემცირების მიზნით 10 მუხლიანი პაკეტი მიიღეს და ერთ ერთი მუხლით ამ საქმეში ჩაერევა ასევე ნატოც რა, მის ფარგლებში ამ ორგანიზაციის კუთვნილი კოსმოსური თანამგზავრებიდან ლტოლვილთა გადაადგილება ხმელეთზეც და ზღვაზეც მთელი 24 საათის განმავლობაში მკაცრი კონტროლის ქვეშ აიყვანება

სტარი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერათ ალბაირაქის განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ ახალი სამოქმედო გეგმა მოამზადეს, რომლითაც ამიერიდან უფრო მეტ ყურადღებას ადგილობრივ ენერგეტიკულ რესურსებს დაუთმობენ, და მის პარალელურად გაზრდიან ინვესტიციებს განახლებად ენერგიაში. მისივე თქმით ყველაფერს გააკეთებენ, რათა თურქეთის ენერგეტიკული დამოკიდებულება რომელიმე ქვეყანაზე 50%-ს არ აღემატებოდეს და მის ფაგრლებში ენერგეტიკული მოთხოვნილების დივერსიფიკაცია მოხდება

ჰაბერთურქი იტყობინება, რომ გუშინ თავდაცვის სამინისტროში ხელი მოეწერა პროექტს, რომლითაც თურქეთი ინტერნეტ სივრცეში ე.წ. 5G-ზე გადასვლისათვის ყველანაირ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უმოკლეს დროში დაასრულებს, რის შემდეგაც თურქეთი დაცულ იქნება კიბერ შეტევებისგან. ამ პროექტს “Türk Telekom“-ი ფირმა “Argela“-სთან ერთად 2 წელიწადში დაასრულებს, აღნიშნავს ჰაბერთურქი

იენი შაფაკის მიხედვით თურქეთის რელიგიური სამმართველოს მხრიდან მომზადებული პროექტით მეჩეთებში Wifi-ს ეპოქა დაიწყება და მის ფარგლებში თურქეთში ყველა მეჩეთს ექნება რა ინტერნეტი და ბიბლიოთეკა, ისინი სკოლების მსგავსად სამეცნიერო და საგანათლებო ცენტრებად გადაიქცევიან


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები