თურქული პრესა 13.12 2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

407813
თურქული პრესა 13.12 2015


თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი აქით“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ İHH-მ დღემდე 80 ათას ობოლ ბავშვს გაუწია დახმარება და იგი ამ ციფრის 5 მილიონამდე გაზრდას გეგმავს. აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბულენთ ილდირიმმა განაცხადა, რომ ისინი ამაყი არიან მათ მიერ ჩატარებული სამუშაოებით. მისივე თქმით, მხოლოდ სირიის ცაზე 20 ქვეყნის თვითმფრინავი დაფრინავს და ოპერაციების დროს პურის საცხობებიც კი იბომბება. ილდირიმის თქმით, მათ სირიაში 12 წლის გოგონა ნახეს, რომლისთვისაც აღმოჩნდა, რომ ორგანოები ამოუცლიათ და იგი დაცვის ქვეშ აიყვანეს.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, პუტინმა, რომელმაც განაცხადა, რომ თურქეთთან წარმოქმნილი კრიზისის შემდეგ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებდა, მაისურებისა და სარეცხი მანქანის გამო შოკი მიიღო. გაზეთის თანახმად, საბაჟოებზე გაჩერებული თურქული ქსოვილების გამო ვერა და ვერ იწყება რუსეთში მაისურების შეკერვა, რომლებზეც ანტითურქული წარწერები იქნება წარწერილი. პუტინმა მეორე შოკი კი Bosch-Siemens-სგან მიიღო, რადგანაც ფაბრიკამ თურქეთიდან შეტანილი სამრეწველო პროდუქციის საბაჟოებზე გაჩერების გამო სარეცხი მანქანების წარმოება შეაჩერა.

2015 წლის ბოლო და ყველაზე ბრწყინვალე „გემინდლერის მეტეორის წვიმა“ ხვალ, 14 დეკემბერს, 19 საათზე დაიწყება - წერს გაზეთი „საბაჰი“. იმ ადგილებში, სადაც შუქი ნაკლები იქნება, მეტეორის წვიმის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი და დილამდე დაახლოებით 120 მეტეორი ჩამოვარდება.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ნობელის პრემიის მფლობელი თურქი პროფესორი აზიზ სანჯარი უახლოს მომავალში ახალი აღმოჩენის თაობაზე გააკეთებს განცხადებას და იგი თურქეთის პრეზიდენტის რ. თ. ერდოღანის მიწვევით მომდევნო კვირას თურქეთში ჩავა.

და ბოლოს, გაზეთი ჰაბერ თურქი იუწყება, რომ თურქეთის ხელნაწერთა ინსტიტუტი ზოგიერთი ხელნაწერის ფაქსიმილეებს აქვეყნებს და მათ შორისაა მევლანას „მესნევის“ 643 წლის წინ, 1372 წელში კოპირებული ნუსხა. ასევე გამოქვეყნდება ფათიჰ სულთან მეჰმედის ვაჟის ბეიაზიდ მეორის კუთვნილი ყურანის ფაქსიმილე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები