თურქული პრესა 07.12.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

402664
თურქული პრესა 07.12.2015

მიმოხილვას გაზეთ ”იენი აქით”-ით დავიწყებთ, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”21-ე საუკუნე თურქული საუკუნე იქნება” და მასში ვკითხულობთ: კასპიის ზღვის აუზი მსოფლიო ენერგიის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ წამოწყებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი აბრეშუმის გზის პროექტია, რომელიც ჩინეთს ბრიუსელთან დააკავშირებს. თურქეთი მეორეს მხრივ, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი პროექტის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის პროექტის, დასრულების დაჩქარებას აპირებს. მისი დასრულების შემთხვევაში კასპიის ზღვის ტრანზიტებიც ამოქმედდება. არის კიდევ ერთი პროექტი TANAP-ი, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული ნავთობის ევროპაში გატანა იგეგმება და ამ პროექტის დასრულების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნე თურული საუკუნე გახდება.

გაზეთი ”იენი შაფაქი” წერს, რომ რუსეთი მის მიერ თურქულ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგოთი თავის ეკონომიკასაც აზიანებენ. ხილ-ბოსტნეულზე დაწესებულმა ემბარგომ ქვეყნის შიდა ბაზრებზე პროდუქციის გაძვირება გამოიწვია. მაშინ, როცა კილოგრამ ლიმონის ფასმა 10 დოლარს მიაღწია, პუტინმა მასზე ემბარგო გააუქმა და უნდა თურქეთიდან შესყიდვა გააგრძელონ, თუმცა ამჯერად თურქულმა ფირმებმა ლიმონის რუსეთში ექსპორტზე უარი განაცხადეს, რის გამოც რუსეთში ციტრუსოვან პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყო.

გაზეთი ”ვათანი” კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მაჰირ უნდალის განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის კულტურის და ტურიზმის მინისტრმა მაჰირ უნალმა განაცხადა, რომ რუსეთთან წარმოქმნილი კრიზისი ტურიზმზე უარყოფით ზეგავლენას ვერ მოახდენს, რადგან რუსი ტურისტების ალტერატივად ირანელი და ინდოელი ტურისტების შემოყვანას აპირებენ. უნალმა ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, რომელიც როგორც ზემოთ ხსენებულ ქვეყნებთან ერთად ასევე დასავლეთ და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებსაც მოიცავს.

გაზეთი ”ჰურრიეთი”-ის მიხედვით, ევროკომისიის თავჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა თურქეთის პრემიერმინისტრ აჰმედ დავუთოღლუს სამხრეთ კვიპროსის საკითხის განსახილველი ხუთ პუნქტიანი წერილი მიწერა. ეს პუნქტები ენერგეტიკის, სამართლის, უფლებების, განათლებისა და კულტურის, თავდაცვის პოლიტიკას მოიცავს, რომელთა განხილვაც 2016 წლის დასაწყისში უნდა იქნას დაწყებული.

გაზეთი ”საბაჰი” იტყობინება, რომ თურქეთმა ჯანდაცვის სფეროში ჩადებული ინვესტიციების შედეგების მიღება დაიწყო. ევროპის და აზიის ქვეყნებიდან მრავალი პაციენტი სამკურნალოდ თურქეთში ჩადის. თურქეთში ისეთი გამოკვლევები ტარდება, რომლებსაც ევროპის კლინიკები ვერ ახერხებენ. თურქეთში ჩატარებული კვლევების პასუხები უფრო სწრაფად სრულდება ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ეს კი პაციენტების თურქეთში მოზიდვასაც უწყობს ხელს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები