თურქული პრესა 06.12.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

401678
თურქული პრესა 06.12.2015

მიმოხილვას გაზეთ ”ვათანი”-თ დავიწყებთ რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში თურქეთის ინოვაციების კვირეულის დახურვის ცერემონიალს დაესწრო, სადაც რუსეთის მხრიდან თურქულ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგო გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არ არის დამოკიდებული და სხვა ბაზრების მოიპოვება რომლებთან დაკავშირებითაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს კიდევაც. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე თურქული ნაკადის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი რუსეთის მხრიდან კი არა არამედ თურეთის მხრიდან იქნა შეჩერებული რადგან მათი მოთხოვნილებები არ იქნა დაკმაყოფილებული. ”ჩვენ რუსეთთან არსებული კრიზისის მოგვარების მომხრეები ვართ და გვსურს, რომ იგი დიპლომატიური გზით მოვაგვაროთ”, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.

გაზეთი ”ჰურრიეთი” იუწყება, რომ თურქი ჯარისკაცების ჩრდილოეთ ერაყში შესვლას მსოფლიოს მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით ანკარა აცხადებს, რომ თურქი ჯარისკაცები იქ მხოლოდ როტაციული რუტინული საქმიანობის თვალსაზრისით იმყოფებიან და მომდევნო კვირეებში მათი რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. თურქეთი ირანის და აშშ-ს შემდეგ მესამე ქვეყანაა, რომელსაც თავისი ჯარები ჰყავს შეყვანილი ერაყში.

გაზეთი ”საბაჰი” იტყობინება, რომ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მაჰირ უნალი ანტალიაში გამართულ ”ტურიზმის სფეროში რუსეთის როლი” საკითხის შესახებ გამართულ კონფერენციას დაესწრო. მან ტურიზმის დეპარტამენტების წარმომადგენლებს მთავრობის მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ მთავრობა ალტერნატიული გზებისათვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს. მაჰირ უნალმა ასევე სტამბოლში გასამართ ტურიზმის სამიტზე მიუთითა და ხაზგასმით აღნიშნა რომ ამ საკითხებთნ დაკავშირებით კანონში აუცილებლად საჭირო ცვლილებებს შეიტანებენ.

გაზეთი ”იენი აქითი” წერს, რომ თურქეთის განათლების სამინისტრომ ”განათლების სფეროში ტექნოლოგიების სამიტი 2015” ჩაატარა. სამიტზე სიტყვით გამოსულმა განათლების მინისტრმა ნაბი ავჯიმ განაცხადა, რომ განათლებში ძირითადი საკითხების იგივე ფორმატით დატოვებას, მაგრამ დროის მიხედვით ახალი რეფორმების აუცილებლობაზე მიუთითა და დასძინა, რომ ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.

გაზეთი ”იენი შაფაქი”-ს მიხედვით თურქეთის საგარეო ეკონომიკის ურთიერთობების საბჭოს თავჯდომარემ ომერ ჯიჰად ვარდარმა განაცხადა, რომ რუსეთთან წარმოქმნილი კრიზისის შემდეგ ირანი, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები ალტერნატიული ბაზრები შეიძლება გახდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირთან ვიზების გაუქმების შემდეგ ეკონომიკის სფეროშიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდებიან.

გაზეთი ”სტარი” იტყობინება, რომ ტრანსპორტის ზღვაოსნობის და კომუნიკაციების სამინისტროს მიწისქვეშა სამუშაოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამ სართულიანი დიდი სტამბოლის გვირაბის პროექტის ტენდერი 23 დეკემბერს გაიმართება. სამ სართულიანი პროექტი რომელიც ბოსფორის სრუტის ქვეშ გაივლის როგორც სარკინიგზო ასევე სატრანსპორტო საშვალებების გადაადგილებას შეუწყობს ხელს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები