თურქული პრესა 19.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

367263
თურქული პრესა 19.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი სატელევიზიო არხის გადაცემაში და განაცხადა: „თუ ახალი კონსტიტუცია და საპრეზიდენტო სისტემა პარლამენტში გავა, ჩვენი ერი მას რეფერენდუმზე თანხმობას გამოუცხადებს. მხოლოდ მთავარი ოპოზიციონერული პარტიის მხარდაჭერითაც კი ეს საქმე პარლამენტში მოგვარდება. თუ რეფერენდუმზე წავა, მე ჩემს ერს ვენდობი, იგი მას მხარს დაუჭერს“. მისივე თქმით, საპრეზიდენტო სისტემა პირადული საკითხი არ არის, იგი მას დღის წესრიგში აყენებს და მასზე ერმა და მეცნიერებმა უნდა იმსჯელონ.

გაზეთი „იენი აქითი“-ს ცნობით, სამართლიანობისა და განვითარების პარტიისათვის სახელის შემრჩევი ისმაილ ქაჰრამანი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარის კანდიდატურად დასახელდა. ქაჰრამანი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სტამბოლის პირველი ზონის ნომერ პირველი დეპუტატი გახლავთ.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, საერთაშორისო ფინანსური წრეების ყურადღება ისლამურ დაფინანსებაზეა გადატანილი. მსოფლიოში 2 ტრილიონ დოლარს მიახლოებული უპროცენტო რესურსი კრიზისის შემდგომ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის დღის წესრიგში ჩადგა. ანტალიაში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე სსფ-ს თავმჯომარემ კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდისათვის შესაძლოა ისლამური დაფინანსება გამოიყენონ, რის შემდეგაც მსოფლიო ბანკის ფინანსურმა დირექტორმა მაიკ ბენეტმა აღნიშნა, რომ მსჯელობენ გააერთიანონ თუ არა ობლიგაციებისა და სუკუკის სფეროები.

სირიაში 1 იანვარს დაგეგმილი გარდამავალი პროცესის დასაწყებად საჭირო ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა დეკემბერში მოხდეს - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. აქვე აღნიშნულია, რომ ამ ფარგლებში სირიის მთავრობისა და ოპოზიციის 1 იანვრამდე გაერთიანებული ერებში შეხვედრა იგეგმება.

„საბაჰი“-ს თანახმად, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავების სარემონტო კომპანია THY Teknik ირანელებთან ერთად ერთობლივი სარემონტო ცენტრის შესაქმნელად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა. მოძველებული საჰაერო ფლოტისა და დიდი პოტენციალის მქონე ირანულ ბაზარზე შესასვლელად მოლაპარაკებები Lufthansa-მაც დაიწყო.

გაზეთ „ჰურიეთ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „სასტუმროებში შეხვედრებისა და ღონისძიებების სეზონი დაიწყო“, რომლის თანახმადაც, ტურისტული სეზონის დახურვასთან ერთად მრავალი სასტუმრო დიდი კონფერენციების, შეხვედრებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებისათვის მასპინძლობის გასაწევად ერთმანეთს ეჯიბრება. ტურიზმის „მკვდარ სეზონად“ წოდებულ პერიოდში სასტუმროებში ამგვარი ღონისძიებების გამართვა მათ ძალიან ეხმარება. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საჭიროა საზღვარგარეთიდანაც გაიზარდოს ღონისძიებების გამართვაზე მოთხოვნები.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, ეგვიპტეში გადაღებული ფოტოების მსოფლოში გამავრცელებელმა მოჰამედ ელშამიმ განაცხადა, რომ რაბიას სიმბოლო მხოლოდ ეგვიპტის სიმბოლო იყო და მნიშვნელოვანი იყო მისი ერდოღანის მიერ გამოყენება, რადგანაც ამით მან ამ სიმბოლოს საერთაშორისო მნიშვნელობა მიანიჭა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები