თურქული პრესა 09.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

364894
თურქული პრესა 09.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც 1 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ სამთავრობო პროგრამასთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებთ ინტენსიური სამუშაოები დაიწყო. ახალი პერიოდის ყველაზე მასშტაბური კონსულტაციები კი 9-11 დეკემბერს აფიონქარაჰისარში გაიმართება. დავუთოღოლუს თავმჯდომარეობით სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გადაწყვეტილებებისა და მმართველობის ცენტრალური საბჭო ხვალ შეიკრიბება. მთავარი განსახილველი თემები იქნება ახალი კონსტიტუცია, ეკონომიკური მოვლენები, სირიის კრიზისი და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წინა საარჩევნო დაპირებები. პრემიერი დავუთოღლუ მთავრობის შექმნის შემდეგ პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტებს, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში, აზერბაიჯანსა და ერაყში განახორციელებს.

გაზეთი „იენი აქითი“-ს ცნობით, „CNR უძრავი ქონების 2015 წლის საცხოვრებლების, ოფისების გაყიდვების, გაქირავებისა და დაფინანსების გამოფენამ“, რომელიც 8 ნოემბერს დასრულდა, უცხოელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. უცხოელმა ინვესტორებმა გამოფენაზე ბევრი პროექტი შეიძინეს. განსაკუთრებით არაბებმა მიანიჭეს უპირატესობა ზღვასა და მწვანე ბუნებას და დაინტერესდნენ შავი ზღვის რეგიონის უძრავი ქონების პროექტებით“.

გაზეთ „საბაჰ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „მესამე ხიდი კორეელებმა სტამბოლს დაუკავშირეს“, რომლის თანახმადაც, ორი კონტინენტის დასაკავშირებლად 439 მეტრი დარჩა. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი მესამე ხიდის მშენებლობაზე, რომელიც მომდევნო წელში უნდა დასრულდეს, 400 კორეელი მუშაობს. მსოფლიოს ყველაზე ფართო დაკიდებულ ხიდზე მომუშავე თურქ და კორეელ პერსონალს შორის ურთიერთობა უკვე მეგობრობაში გადაიზარდა, კორეელი ინჟინერი თედი ვონგი კი აღნიშნავს, რომ ისევე როგორც მას, მრავალ კორეელს თურქეთში დასახლება სურს.

Ford Otosan-ი „90%-იანი ადგილობრივი წარმოების“ სატვირთო ავტომობილით (Ford Trucks) აფრიკის ბაზარზე შევიდა - წერს გაზეთი „ვათანი“. კომპანია 5 წელიწადში 50 ქვეყანაში შესვლას გეგმავს და დამზადებული სატვირთო მანქანების ერთ მესამედს მსოფლიო ბაზარზე გაიტანს. ამგვარად, წლიური ექსპორტი 10 ათას ცალს მიაღწევს. საზღვარგარეთ 22-ე Ford Trucks 4S ობიექტი, Ford Motor Company-ის 108 წლიანი პარტნიორ კომპანია SCAMA-სთან თანამშრომლობით კასაბლანკაში გაიხსნა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, ანკარა რიგით მეექვსე იტალიური ფილმების ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, რომელიც დღეს დაიწყება, კინომოყვარულებს 15 ნოემბრამდე 8 ფილმის ნახვა შეეძლებათ. ჩვენებზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალის მიზანია იტალიური კულტურის უფრო ახლოდან გაცნობა და კულტურათა შორის დიალოგისათვის ხელის შეწყობა. ფესტივალი ედოარდო ვინსპერის ფილმის „ღვთის წყალობა“ ჩვენებით გაიხსნება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები