თურქული პრესა 04.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

411288
თურქული პრესა 04.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა ერდოღანმა შერიგების „გაყინულ“ პროცესთან დაკავშირები განაცხადა: „თუ მაინდამაინც სურთ სახელი დაარქვან, ამის სახელი უკვე ეროვნული ერთობისა და ძმობის პროცესია. ერთ ჭერ ქვეშ უნდა და შევიკრიბოთ მათთან ვინც “ეროვნულ ერთობასა და ძმობას„ ამბობს. სხვა გამოსავალი არ არის“. ერდოღანმა ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით წარმოებულ კამათზე კი აღნიშნა, რომ თურქეთმა რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროს ახალი კონსტიტუციის საკითხი და ვინც ამას დაბრკოლებას შეუქმნის 4 წლის შემდეგ გასამართ არჩევნებზე აგებს პასუხს.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, გლობალური ბაზრების ცნობილი ფინანსური ორგანიზაციები მიანიშნებენ, რომ თურქეთში გამართულ არჩევნებში ერთი პარტიის გამარჯვება და მის მიერ მთავრობის შექმნა საუკეთესო შედეგია და ეს ეკონომიკის ზრდასა და კერძო სექტორში ინვესტიციებს იმპულსს მისცემს.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფონდმა და გაეროს ამერიკის ასოციაციამ Chobanı-ს მარკის დამაარსებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ჰამდი ულუკაიას დევნილებისათვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების გამო „გლობალური ლიდერის ჯილდო“ გადასცა. ულუკაის კომპანიებში დასაქმებულთა 30%-ს დევნილები წარმოადგენენ და მათ დიდი დახმარებასაც უწევენ. ულუკაიამ ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე მთელს მსოფლიოს მოუწოდა ერთად იმოქმედონ და ეს პრობლემა მოაგვარონ და დაამატა, რომ კერძო სექტორმა მთავრობებზე მიგრანტთა პოლიტიკის მოგვარებისათვის ზეწოლა უნდა განახორციელონ.

სამუსუნის რეგიონში დაცული თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთადერთი ჭარბტენიანი ხმელეთის, ქიზილირმაქის დელტის, იუნესკოში შესვლისათვის მუშაობა მიმდინარეობს - წერს გაზეთი „ვათანი“. 55 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე გადაჭიმული დელტა 12 თვის მანძილზე ფრინველების უამრავ განსხვავებულ სახეობებს მასპინძლობს.

და ბოლოს, მსოფლიო შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 226 წელში დანგრეული როდოსის კოლოსი 2200 წლის შემდეგ ისევ აღსდგება. 150 მეტრის სიმაღლის ძეგლში მუზეუმი, კულტურული ცენტრი, ბიბლიოთეკა და რესტორანი იქნება განთავსებული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები