26. 10.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

400227
26. 10.2015 თურქული პრესა


დღევანდელი თურქული გაზეთების მიმოხილვას „ვათან“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც ეროვნული ავტომობილის შემდეგ, ახლა ეროვნულ სამხედრო თვითმფრინავში გახდა ცნობილი კონცეპცია.
თურქეთის საავიაციო ინდუსტრიის და საჰაერო სამხედრო ძალების მხრიდან ორი წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოების შემდეგ, არჩევანი შეჩერდა ტყუპ ძრავიან თვითმფრინავებზე.
FX-1-ის მასობრივი წარმოება იწყება 2015 წელში და სისტემის განვითარების პროცესი 2023 წლამდე გაგრძელდება. გათვალისწინებულია FX-1-ის 2023 წელში ფრენა თურქეთის სივრცეებში
გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ დიარბექირის სურის რაიონში ტერორისტების თავდასხმის დროს დანგრეული და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ისტორიული მეჩეთის სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
რესტავრაციისთვის, უფრო ადრე გამოყოფილი 5 მილიონი ლირის თანხით, გარემონტებულ იქნა წმინდა სულეიმანის, არაბი შეიხის, ჰასირლის მეჩეთის, ოთხფეხა მინარეთის, სომხური კათოლიკურის და სომხური ორთოდოქსული ეკლესიების მცირედი ხარვეზები.
ახლა კი ისტორიული მეჩეთის გასარემონტებლად მომზადებული იქნება ახალი გეგმა.
გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, ირანში თურქული ტექსტილის ნაწარმი იმიტირებული პროდუქციის ბაზარზე გატანის შესახებ.
სტამბოლის მზა ტანსაცმლის და ტექსტილის ექსპორტიორთა გაერთიანების (İHKİB) გამგეობის თავჯდომარის ჰიქმეთ თანრივერდის განცხადებით, ირანში ძალიან მაღალია თურქული საქონლის ხარისხის აღქმა. ირანელები დიდ ნდობას უცხადებენ თურქულ საქონელს.
ამიტომაც ბუნებრივია თურქული საქონლის იმიტაცია ირანში- თქვა მან.
გაზეთი “საბაჰ“-ი წერს, რომ თურქეთის ავიო ხაზებმა გუშინ, ამერიკის კონტინენტზე, ბუენოს აირესის, სან პაოლოს, თორონთოს, მონრეალის, ჩიკაგოს, ჰიუსტონის, ლოს აჯელოსის, ნიუ-ორკის, ვაშინგტონის, ბოსტონის შემდეგ, ფრენა დაიწყო მიამიში.
სტამბოლ-მიამის რეისები განხორციელდება ყოველ დღე ორმხრივად.
გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ იზმირში, სახვითი ხელოვნების მოსწავლე, აუტიზმით დაავადებული ბერილ ზორლუ, კანადაში ჩატარებული და 25 ქვეყნის ამავე დაავადების ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარებულ 6. ANCA-ს მსოფლიო აუტიზმის „ახალგაზრდა საშემსრულებლო ხელოვანების ფესტივალზე“ მესამე ადგილზე გავიდა. ბერილი ასევე მიწვეულ იქნა მომავალ წელს, მექსიკაში გათვალისწინებულ მსოფლიოს მეშვიდე აუტიზმის ფესტივალზე.
ბერილის დედის იეშიმ ზორლუს განცხადებით, მეტად ძნელი დღეების გამოვლა დასჭირდათ. მუსიკა კიდევ ახალ კარს გაუღებს მათთვის. ჯილდო ერთ შესაძლებლობას კიდევ მისცემს როგორც ბერილს, ისე აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები