თურქული პრესა 24.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

398364
თურქული პრესა 24.10.2015

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ ”ჰაბერ თურქი”-თ რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”ალეპოდან 100 ათასი სირიელი თურქეთისკენ მიემართება” და მასში ვკითხულობთ: სირიის საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით რუსეთის მხრიდან ალეპოსა და მის ირგვლივ რეგიონებში განხორციელებული საჰაერო ოპერაციების გამო უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლის მსურველი 100 ათასი სირიის მოქალაქე თურქეთისკენ მიემართება. იგივე ინფორმაციით ისენი თურქეთის საზღვარს სამ დღეში მოადგებიან.

გაზეთი ”ვათანი” წერს, რომ აშშ-სა და რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებული საჰაერო ოპერაციების გამო ქვეყნის მოსახლეობა კიდევ ერთხელ დადგა მიგრაციის წინაშე, რის გამოც თურქეთის მიერ თვეების წინ წამოყენებული ბუფერული ზონის საკითხის განხილვა კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში. აშშ-ს ადგილობრივი საინფორმაციო საშვალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით აშშ-ს ვიცეპრეზიდენტებმა და პენტაგონის წარმომადგენლებმა გასულ კვირას თეთრ სახლში ბუფერული ზონის საკითხი განიხილეს. იმავე ინფორმაციით აღნიშნული ზონა აშშ-ს თურქეთის და იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაიცვან.

გაზეთი ”საბაჰ”-ი იტყობინება, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისლამურ სამყაროს აშურის დღე მიულოცა. ”აშურის დღე სირიაში, ერაყში, პალესტინაში, ეგვიპტეში ლიბიასა და სხვა ქვეყნებში მშვიდობის მომტანი ყოფილიყოს”, ნათქვამია ერდოღანის მილოცვაში. პრეზიდენტმა სხვადასხვა სექტის წარმომადგენლებთან ვახშამი გამართა.

გაზეთი ”იენი შაფაქი”-ს წერს, რომ ანკარის სავაჭრო პალატამ ჯანმრთელობის ტურიზმის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულიუცხოელები ძირითადად თვალის, ორთოპედიის და შინაგანი დაავადებების სამკურნალოდ ჩადიან. იმავე ანგარიშის მიხედვით თურქეთში ყველაზე მეტი პაციენტი ლიბიიდან, გერმანიიდან, ერაყიდან და აზერბაიჯანიდან ჩადის.

გაზეთი ”ჰურრიეთი” იტყობინება, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დამუშავებული ხორცის შესახებ გაფრთხილებას იძლევა. მათი თქმით ნებისმიერი სახის დამუშავებული ხორცი სიგარეტის მსგავსად კიბოს იწვევს. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია 26 ოქტომბერს სპეციალური ანგარიშის გამოქვეყნებასაც აპირებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები