23.10.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

357695
23.10.2015 თურქული პრესა

დღევანდელი გაზეთების მიმოხილვას გაზეთ „სტარ“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ ევროპულ ჟურნალ Europe News-ში დაიბეჭდა ინფორმაცია სადაც კითხვა დაესვა პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანს თუ რატომ უნდა ენდოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად ევროპა თურქეთს.
სტატიაში ადგილი ეთმობა ერდოღანის პერიოდში თურქეთში მომხდარ ცვლილებებსა და დემოკრატიულ მონაპოვრებს. ქება გამოითქმება თურქეთის სირიის პოლიტიკაზე და მისთვის გაწეულ დახმარებაზე. აღინიშნა, რომ უკრაინის და სირიის კრიზისის გათვალისწინებით თურქეთი ევროპისთვის რეგიონში არსებული ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ენერგეტიკული დერეფანია.
გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ მსოფლიო ლიდერები სირიის კრიზისს ანტალიაში განიხილავენ.


მეათე G20-ების სამიტი 15-16 ნოემბერს ჩატარდება თურქეთის თანა თავჯდომარეობით. თურქეთი გაფრთხილებას მისცემს რუსეთს და აშშ-ს, ტერ-ორგანიზაცია PYD-ს რეგიონის და მსოფლიოსთვის წარმოქმნილ საფრთხესთან დაკავშირებით.
გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, ინგლისურ გაზეთ „Times“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ. აღნიშნავს, რომ ტერ-ორგანიზაცია PKK-ს სირიის ფრთის “PYD-ს წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტმა ზოგი ურთიერთ-თანამშრომლობები გამოავლინა. სირიის სახელმწიფო ლიდერის ბეშარ ესადის მოსკოვში ვიზიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ახლა მოსკოვს ეწვივნენ PYD-ს წარმომადგენლები. ამან კი გაამართლა თურქეთის და სირიელი ოპოზიციონერების მანამდე გამოთქმული PYD-ს, ესადის და DEAŞ-ის თანამშრომლობის სინამდვილე.
გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ ინტერნეტის გიგანტური კომპანია
Google Street View-ი რომელიც ქუჩებს აჩვენებს თურქეთშიც შევიდა მომსახურებაში.
ამით აქტიური გახდება თურქეთის 70 ოლქსა და ასობით რაიონში ქუჩების მაჩვენებელი რუკები. ‘Street View’-ის მიღება ხდება ავტომობილების ზემოთ გაკეთებული კამერების საშუალებით გადაღებული ჩვენებების გაერთიანებით.
გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ანკარაში ქალები მამაკაცებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები