06.10.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

388312
06.10.2015 თურქული პრესა

მიმოხილვას გაზეთ „ვათან“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც, რუსული MİG 29-ა ტიპის თვითმფრინავის საზღვრის გადაკვეთამ და ორი თურქული F-16-ი ტიპის თვითმფრინავის შევიწროებამ, მსოფლიოში კრიზისი გამოიწვია. ნატო სასწრაფოდ შეიკრიბა და დაგმო რუსეთი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, თუ განმეორდება მსგავსი რამ, პასუხისმგებლობა დაეკისრება თავად რუსეთს.
გაზეთი „იენი შაფაკ“-ი, კი წერს, რომ ივლისის თვეში თურქეთისთვის დაბანდებულ იქნა 3.4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. ეს არის 2007 წლის შემდგომი პერიოდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი.
წლის პირველ 7 თვეში შემოსულმა უშუალო ინვესტიციამ მიაღწია 9 მილიარდ 715 მილიონ დოლარს, რაც თურქული ეკონომიკისადმი გამოჩენილი ნდობაზე მიანიშნებს.
გაზეთი “ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ აშშ-ის დასაქმების არა სახარბიელო მაჩვენებელმა სტამბოლის საფონდო ბირჟაზე დიდი რეაქცია იქონია. იმის მოლოდინით, რომ კაპიტალის შემოდინება გაგრძელდება, სტამბოლის საფონდო ბირჟა გუშინ, 3,3 %-ით გაიზარდა.
გაზეთ „მილლიეთ“-ის ცნობით, Air Franc-სის კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაოდან გაათავისუფლოს 2.900 პერსონალი. პარიზში, მუშებმა დაარბიეს აეროპორტში მდებარე კომპანიის ცენტრი და სცემეს CEO-ს მოადგილეს პიერ პლისონერს. მან გაქცევით ძლივს უშველა თავს.
გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, წელს თურქეთი უმასპინძლებს მსოფლიოს უმსხვილეს სატელევიზიო ფორუმს Mipcom-სს და საერთაშორისო მაყურებელს წარედგინება სერიალი ‘Muhteşem Yüzyıl Kösem’-ი, რომელიც, პირველად კანეს საშუალებით გაეცნობა მსოფლიოს.
სულთან აჰმედის როლს შეასრულებს ექინ ყოჩი, საფიე სულთანის როლს ჰულია ავშარი და ქოსემ სულთანის ახალგაზრდობის როლს ბერძენი მსახიობი ანასტასია სილიმპიოუ.
გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს, რომ "Kara Para Aşk"-ის სერიალის მთავარი როლის შემსრულებელმა ენგინ აქიურექმა, რომელმაც, გასულ თვეს, სამხრეთ კორეაში სეულ დრამას პრემიების საუკეთესო მამაკაცის პრემია დაიმსახურა, კიდევ ერთ წარმატებას მოაწერა ხელი.
ამერიკის გარდა, სატელევიზიო პროგრამების ყველაზე საუკეთესო საერთაშორისო ემმის პრემიებში, იგი იმავე როლისთვის წარდგენილ იქნა იმავე კატეგორიის პრემიაზე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები