თურქული პრესა 04.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

387372
თურქული პრესა 04.10.2015

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ ”საბაჰ”-ით რომელშიც ვკითხულობთ,
თურქეთის მიერ დამზადებული ადგილობრივი წარმოების ამფიბიური გემი ზღვაში ჩაუშვეს. სტამბულში თუზლას გემთმშენებლიდან აღნიშნული გემის ზღვაში ჩაშვების ცერემონიალს პრეზიდენტი ერდოღანიც დაესწრო. ერდოღანმა ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავდაცვის სისტემაში თურქეთის უცხო ქვეყნებზე დამოკიდებულება დროთა განმავლობაში თანდათან კლებულობს. ”თურქეთს რეგიონში და მსოფლიოში მშვიდობა სურს, ამიტომ აუცილებელია თურქეთის შეიარაღებული ძალები გავაძლიეროთ. ჩვენ მშვიდობა თუ გვსურს ომისათვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ” განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

გაზეთი ”იენი შაფაქ”-ი წერს, რომ პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლიმ საარჩევნო მარათონი გერმანიის ქალაქ დიუსელდორბში ექსპატრიატებთან შეხვედრით დაიწყო. მან იქ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დემოკრატიული მონაპოვრისაგან ერთი წუთითაც უკან არ დაიხევენ. მაგრამ, თურქეთის დანაწევრების მსურველების წინააღმდეგაც თურქეთში მცხოვრები ყველა ეთნიკური დაჯგუფებებით ერთად დადგებიან და შესაბამის პასუხსაც გასცემენ.

 

გაზეთ ”სტარ”-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ” ჰარვარდმა მედიცინის მოდელად თურქეთი აჩვენა” და მასში ვკითხულობთ: მედიცინის ავტორიტეტად აღიარებული აშშ-ს ჰარვარდის უნივერსიტეტმა თურქეთში მედიცინის სფეროში მიღწეული წარმატებები, მომსახურების მაღალი დონე მსოფლიო მოდელად აჩვენა და უნივერსიტეტის 2015 წლის ანგარიშშიც შეიტანა.

გაზეთი ”ჰურრიეთ”-ი იტყობინება, რომ ამერიკაში მოღვაწე წარმოშობით თურქმა ექიმმა მელიჰ აჯარმა სისხლის და ნერვული ღეროვანი უჯრედების 3 განზომილებიანი ჩვენების ტექნიკა დაამზადა. მის მიერ დამზადებულ ტექნიკით სისხლსა და ნერვულ ღეროვან უჯრედებში პრეპარატის მიღების შემდეგ მისი რეაქციის შესახებ დაკვირვება იქნება შესაძლებელი. ამ ტექნიკის საშუალებით ლოსემის მსგავსი დაავადებების მკურნალობა უფრო გაადვილდება. მისი ეს ნამუშევარი ჟურნალ Nature-ში იქნა გამოქვეყნებული.

გაზეთ ”ჰაბერთურქი”-ს მიხედვით თურქ რეჟისორ მუსტაფა ქარას მიერ გადაღებული ფილმი ” Kalandar Soğuğu” მიმდინარე წლის 22-31 ოქტომბერს ტოკიოს 28-ე მსოფლიო კინო ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას. ფილმში შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მეჰმედის და მისი ოჯახის ისტორიაა ასახული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები