თურქული პრესა 22.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

391184
თურქული პრესა 22.09.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰურრიეთში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ყურბან ბაირამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებულმა 9 დღიანმა არდადაგებმა სამგზავრი ტრანსპორტის გამოცოცხლება გამოიწვია, რადგან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობის ბილეთი შეიძინა სულ 13 მილიონამდე მგზავრმა. ამავე სტატიით 7 მილიონზე მეტმა კაცმა ავტობუსის და მატარებლის ბილეთი შეიძინა, 3 მილიონზე მეტმა საზღვაო და 2,5-მა კი საჰაერო. გარდა ამისა გაიხარეს ტურიზმის და მოგზაურობის ფირმებმა და სასტუმროების პატრონებმაც, რადგან ყველგან დაიჯავშნა ადგილები და მათი კლიენტები ამჯერად თურქეთის მცხოვრებლები გახდნენ, წერს ჰურრიეთი


იენი შაფაკი გუშინ, საბერძნეთში ჩატარებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხება და წერს, რომ კვლავ ციპრასის პარტიამ გაიმარჯვა. ამავე ცნობით დიდ წარმატებას მიაღწიეს დასავლეთ თრაკიაში კომპაქტურად მცხოვრებმა თურქებმაც, რომლებმაც 69 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შესძლეს ერთდროულად 4 თურქი პარლამენტარის გაყვანა და ამიერიდან ეს 4 დეპუტატი დაიცავს საბერძნეთში მცხოვრები თურქი უმცირესობის უფლებებს


სტარი ეკონომიკის გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთის ნახშირით მდიდარ აფშინ-ელბისტანის ქვანახშირის საბადოს ათვისების და აქვე სამი ჰესის აშენების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში არაბულ ინვესტორებთან ერთად დიდი ინტერესი გამოიჩინეს შორეულ აღმოსავლეთის ქვეყნების ფირმებმაც. ასე რომ, არაბულ და ფრანგულ ფირმებს ახლა კონკურენციას გაუწევენ 2 სამხრეთ კორეული, 1 ჩინური და 1 ერთიც იაპონური ფირმები და ამ წლის ბოლოსათვის დაგეგმილი ტენდერი გამოაცხადებს ამ 12 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის გამარჯვებულს, აღნიშნავს სტარი


საბაჰის კულტურის გვერდზე ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: “სივასელი ყმაწვილი ოსკარის კანდიდატია“ და მასში ვკითხულობთ: წელს 88-ედ ჩატარდება ამერიკული კინო ხელოვნების უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის პრემიის დაჯილდოების ცერემონია და მასზე უცხოური ფილმების კატეგორიაში ოსკარისათვის იბრძოლებს თურქული მხატვრული ფილმის, “სივასი“-ს მთავარი როლის შემსრულებელი, 14 წლის დოღან იზჯი, რომელიც 13 ოქტომბერს მამასთან ერთად გაემგზავრება ლოს ანჟელესში და მონაწილეობას მიიღებს დაჯილდოების ცერემონიაში


ვათანის ცნობით ანტალიის სასამართლომ ჰისანჯანდარის დასახლებაში მარმარილოს ქვის მწარმოებელი ქარხნის მუშაობა შეაჩერა, რითაც მოჭრას გადაურჩებიან ასწლოვანი ხეები. ეს დავა ბუნების მეგობრებს ჰქონდათ გახსნილი და სასამართლოს განაჩენმა ისინი ძალზედ გაახარა, წერს ვათანი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები