თურქული პრესა 17.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

389001
თურქული პრესა 17.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა თურქეთის ახალგაზრდული კლუბის ფედერაციის კონგრესზე, სადაც განაცხადა: „1 ნოემბერი ახალი დასაწყისი იყოს, ახალი დაბადება იყოს. ამ ახალი დაბადებით კი ღმერთმა ქნას ტერორი მიწაში დამარხოთ“.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, მარდინის დაბა ნუსაიბინში PKK-ს ტერორისტებმა პოლიციის დაჯავშნული მანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც სამი პოლიციელი დაიღუპა. ბომბი, რომელიც ააფეთქეს, გზის ნაპირზე პურის თონეში იყო დამალული და ჩამონტაჟებული.

გაზეთი „იენი შაფაკი“ წერს, რომ 1969 წელს შექმნილმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ შექმნის მიზანი დაივიწყა და ბოლო დღეებში ისრაელის პროვოკაციებს შორიდან უყურებს. პრეზიდენტ ერდოღანის მოწოდების შემდეგ, რომელიც საუდის არაბეთის მეფეს სელმანს დაუკავშირდა, ტუნისის ლიდერმა განუშინ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას საგანგებო შეკრების გამართვა მოსთხოვა.

TAV-ის აეროპორტებმა, რომლებიც 13 ქვეყნის 69 აეროპორტის მენეჯმენტს ეწევიან, ფრანგ პარტნიორებთან ერთად აფრიკაში, რუსეთსა და აშშ-ში პრივატიზაციებზე მოახდინეს ყურადღების კონცენტრირება-წერს გაზეთი „სტარი“. TAV-ის აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა სანი შენერმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნიდან მიწვევებს იღებენ, ასევე ემზადებიან შესყიდვისათვის ინდოეთში და ფილიპინებში შესვლაც სურთ.

გაზეთი „მილიეთი“ იუწყება, რომ ინგლისში გასულ კვირაში ოპოზიციური მშრომელთა პარტიის გენერალურ მდივნად არჩეულმა ჯერემი კორბინმა ბრიტანეთის ომის 75 წლისთავზე ინგლისის ეროვნული ჰიმნი არ შეასრულა. კორბინი, რომელიც მონარქიას ეწინააღმდეგება არ წარმოთქვა სიტყვები „ღმერთმა დედოფალი დაიფაროს“. კორბინის ამ ქმედებამ ხელისუფლებაში მყოფი კონსერვატიული პარტიის, ასევე მშრომელთა პარტიიდანაც კი, უარყოფითი რეაქცია გამიწვია. BBC-ს ჟურნალისტთან გაკეთებულ განცხადებაში კორბინმა დასძინა, რომ ცერემონიის მანძილზე პატივისცემით იქცეოდა და ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობას გააგრძელებს.

და ბოლოს, „ჰურიეთის“ ცნობით, საფეხბურთო სამყაროს ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებებიდან 2015 წლის ფიფას ოქროს ბურთი2016 წლის 11 იანვარს გაიმართება. ცერემონიაზე, სავარაუდოდ, ერთმანეთის მეტოქეები რონალდო და მესი იქნებიან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები