თურქული პრესა 15.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

349893
თურქული პრესა 15.09.2015

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ ”საბაჰ”-ით, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”ტერორიზმს არა, ძმობას დიახ” და მასში ვკითხულობთ: თურქეთში ბოლო დროს გახშირებული ტერორისტული ქმედებების დასაგმობად 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და თურქეთის სავაჭრო პალატათა და ბირჟათა გაერთიანების თავჯდომარემ რიფათ ჰისარჯიოღლუმ შეხვედრა გამართეს. მათ სეხვედრაზე 17 სექტემბერს ანკარაში ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი მსვლელობის გადაწყვეტილება მიიღეს.

გაზეთი ”ვათანი’’ წერს, რომ თურქეთის ”ტელეკომის ჯგუფი” სტამბოლის საინფორმაციო მონაცემების ბაზათა ცენტრად გადაქცევისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. ტელეკომის აღმასრულებელმა დირექტორმა მეჰმედ ალი აქარჯამ განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში ამ ქალაქის ფრანკფურტის, ამსტერდამის და ლონდონის ალტერნატივად გადაქცევა სურთ.

გაზეთ ”მილლიეთი”-ს მიხედვით თურქეთში ახალი თაობის მობილური საკომუნიკაციო ტექნოლოგიიდან 4.5G -ს შესაბამისი საბაზო სადგურების აშენების ტენდერში მონაწილეობა საერთაშორისო კომპანიებსაც სურთ, მათ შორის ერთ-ერთი შვედური ფირმა Ericsson-ი გახლდათ. მას ასევე თურქეთში 4.5G-ს ფაბრიკის აშენება სურთ.

გაზეთი ”სტარი” იუწყება, რომ ბრაიზას გლობალურმა ბრენდმა ”ლასა”-მ ესპანურ საფეხბურთო კლუბ ბარსელონასთან სპონსორობის ოთხ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გაზეთი ”ჰაბერ თურქი” წერს, რომ თურქეთის ავიახაზები თურქულ კლუბ გალათასარაის 2015-2016 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე სპონსორობას გაუწევს. გალათასარაი მიმდინარე სეზონის პირველ მატჩს დღეს მადრიდის ატლეტიკოსთან გამართავს. მატჩი სტამბოლში გალათასარაის სტადიონ თურქ-ტელეკომ არენაზე გაიმართება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები