თურქული პრესა 05.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

374886
თურქული პრესა 05.09.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერთურქში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობა დაამწუხრა სამი წლის სირიელი ლტოლვილი ბავშვის აილან კურდის დაღუპვამ, რომლის ოჯახი თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ ბოდრუმიდან გასაბერი ნავით საბერძნეთის კუთვნილ კუნძულებზე და აქედან შემდეგ ევროპაში გადასვლას აპირებდა. მაგრამ, გასაბერი ნავი გადაბრუნდა და აილანი ერთ ძმასთან და დედასთან ერთად დაიღუპა რა, მისი ცხედარი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა და მისმა ამ ფოტოსურათმა შესძრა მთელი მსოფლიო. სსფ-ს თავჯდომარე ლაგარდიც გამოეხმაურა რა აილანის დაღუპვას, თქვა, რომ მთელმა მსოფლიომ დაკარგა ადამიანობა და ყველა არის დამნაშავე ამ ბავშვის დაღუპვაში. “ეს არის კაცობრიობის მხრიდან დაკარგული სინდისის აპოკალიფსური გრძნობა" განაცხადა ლაგარდმა, წერს ჰაბერთურქი


იენი შაფაკი ინტერვიუს აქვეყნებს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორ, პროფესორ ორჰან შენთან, რომელიც შეფასებას აძლევს რა ბოლო 50 წლის ბუნებრივ კატასტროფებს, ამბობს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გლობალური ატმოსფერული მოვლენა არის "El Niño"-ს სახელწოდების ბუნებრივი მოვლენა, რომლის ფარგლებში მოიმატა სიცხემ, გვალვამ, წყალდიდობამ, მეწყერმა, ზვავმა, ქარბუქმა, შტორმმა და ეს ყველაფერი მეტად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს კაცობრიობის ეკონომიკურ განვითარებაზეც


ვათანის მიხედვით სამმა თურქმა და ერთმა ამერიკელმა ექიმმა ერთობლივი წიგნი გამოსცეს, რომლის სახელწოდებაც არის “განვითარებადი ინფექციური დაავადებები: კლინიკური კვლევები“ და ეს წიგნი ინგლისის სამედიცინო ასოციაციამ წლის ყველაზე საუკეთესო სამედიცინო ნაწარმოებად აღიარა რა, ხალხის ჯანდაცვის კატეგორიაში ყველაზე უმაღლესი ჯილდოც მიანიჭა. ამ წიგნში 28 ინფექციური დაავადების, მათ შორის ებოლას და ყირიმული კონგოს ცხელების მკურნალობის მეთოდებზეა საუბარი


მილლიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს მხრიდან გადაღებული და ამავე არხზე ნაჩვენები სერიალის “აღდგომის“ ახალი სამაუწყებლო სეზონიდან ჩვენებას დაიწყებს ევროპის ერთ ერთი ყველაზე სარეიტინგო მაუწყებლობა, რის შესახებაც დადგენილებას დაამტკიცებენ ევროპის სამაუწყებლო გაერთიანების 13-14 სექტემბერს ბერლინში დაგეგმილ ფორუმზე. ეს სერიალი ეხება ოსმანეთის ზესახელმწიფოს შექმნას და იგი ჭეშმარიტ ისტორიულ ფაქტებზეა აგებული


იგივე გაზეთი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ დღეს ბერლინში სტარტს აიღებს ევროპის 39-ე ჩემპიონატი კალათბურთში და თურქეთის ნაკრებს პირველი შეხვედრა იტალიელებთან ექნებათ რა, თამაში თურქეთის დროით 22:00 საათზე დაიწყება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები