თურქული პრესა 31.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

372074
თურქული პრესა 31.08.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერთურქში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც სირია-თურქეთის 900 კმ-იან საზღვარზე ფიზიკური უსაფრთხოების სისტემა შეიქმნება და ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს 203 მილიონი ლირის ოდენობის თანხა გადაერიცხება. ამ სისტემის ფარგლებში მთელი საზღვრის გასწვრივ ვიდეო კამერები დაიდგმება და მთელი 24 საათის განმავლობაში მოხდება კონტროლი, ხოლო ზოგიერთ რეგიონებში, რომლებიდანაც ხშირი არალეგალური გადმოსვლები ხდება, ბეტონის მაღალი მესერები იქნება გაშენებული. მოკლედ, უსაფრთხოების ასეთი ზომების მიღების შემდეგ მთლიანად აღიკვეთება სირიიდან თურქეთში არალეგალური გადმოსვლები, წერს ჰაბერთურქი


იენი შაფაკი იტყობინება, რომ თურქეთი უახლოესი კომუნიკაციური ტექნოლოგიის სფეროში 4G სისტემის მაგივრად, პრეზიდენტ ერდოღანის რჩევით პირდაპირ 4.5G-ს სისტემაზე გადავიდა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა დამატებით 2 მილიარდი ლირის შემოსავალი მიიღო და საერთო შემოსავალმა ამ სფეროდან 11 მილიარდის ნაცვლად 13 მილიარდ ლირას მიაღწია


“ურბანულ რეგენერაციაში საუდის არაბეთის სამეფო ოჯახიც მიიღებს მონაწილეობას“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას სტარში და მასში ვკითხულობთ: მსოფლიოს ყველაზე უდიდეს 250 სამშენებლო ფირმას შორის მე-18 ადგილზე იმყოფება თურქული კომპანია “Öztürk İnşaat“-ი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის იუსუფ ოზთურქის განცხადებით მათ პარტნიორობის წინადადება მიიღეს საუდის არაბეთის სამეფო ოჯახისგან და ამიერიდან ისინი ერთობლივ მონაწილეობას მიიღებენ სტამბოლის და სხვა ქალაქების ურბანულ რეგენერაციაშიც და კეთილმოწყობაშიც


მილლიეთის ცნობით ამერიკულმა პოპულარულმა გაზეთმა “New York Times“-მა ბოლო ნომერში ფართო მასალა მიუძღვნა სტამბოლის ანატოლიურ, ე.ი. აზიურ მხარეს. ამერიკული გაზეთი წერს, რომ უცხოელი ტურისტების უმრავლესობა რატომღაც სტამბოლის ევროპულ მხარეს სტუმრობს, როცა აზიური მხარეზეც ძალიან ლამაზი ბუნებაა, მრავალი ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებია, ამიტომაც თავის მკითხველებს ამ მეგა ქალაქის აზიური მხარის მონახულებასაც ურჩევს


საბაჰი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ ბურსის საერთაშორისო ფოტოგრაფთა ფესტივალი წელს 24-28 ოქტომბერს შორის გაიმართება და მისი წლევანდელი თემა მიგრაცია იქნება. ამავე სტატიით ბურსის მე-5 ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მრავალი ქვეყნის ათობით ხელოვანები, მათ შორის პატრიკ ზახმანი, არიანა ლინკუისტი, იბრაჰიმ დემირელი და სხვები

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები