თურქული პრესა 29.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

371277
თურქული პრესა 29.08.2015


მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ ”სტარი”-თ რომელშიც ვკითხულობთ: ლიბანის პრემიერმინისტრმა თამმამ სელამმა ქვეყანაში პოლიტიკურ კირისის მიზეზად ქცეული ნაგავსაყრელის პრობლემის მოსაგვარებლად თურქეთის პრემიერმინისტრ აჰმედ დავუთოღლუს ტელეფონით ესაუბრა და დახმარება სთხოვა. სწორედ ამ მიზნით თურქი სპეციალისტები ბეირუთში წასაწვლელად ემზადებიან.

გაზეთი ”საბაჰი” წერს, რომ თურქეთის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორ ერაყთან ახალი მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ახლად ჩამოყალიბებულ თურქეთ-ერაყის ბიზნესმენთა საბჭომ სამომავლო სტრატეგია გამოაქვეყნა. საბჭო მიმდინარე წლის დეკემბრის თვის დასწყისში ურთიერთვიზიტების განხორციელებას აპირებს. ასევე თურქეთ-ერაყს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნაც იგეგმება. შემდეგ კი ორივე ქვეყანაში გამოფენების და სხვა ორგანიზაციების გამართვა იგეგმება.

გაზეთი ”ჰაბერ თურქი” იტყობინება, რომ სტამბოლის და კატარის საფონდო ბირჟებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოჰაში გაფორმებული მემორანდუმი ურთიერთგამოცდილებების გაზიარებას ითვალისწინებს.

გაზეთ ”იენი შაფაქი”-ს მიხედვით იაპონიის საკრედიტო რეიტინგის სააგენტომ თურქეთის საკრედიტო ნიშნული BBB დაადასტურა.

გაზეთი ”მილლიეთი” იუწყება, რომ თურქი დიზაინერის ჰაქან გურსუს მიერ შექმნილმა Designnobis კომპანიამ სტიქიური მოვლენების დროს გამოსაყენებელი პორტატული თავშესაფრების წარმოება დაიწყო. გარე გავლენებისგან დაცული თავშესაფრები სტიქიის დროს დაზარალებულების თავშეფარებისთვის მნიშვნელოვანია.


გაზეთი ”ჰურრიეთი” წერს, რომ 9 ივნისს დაწყებული და 31 აგვისტოს დასამთავრებელი სატრანსფერო სექტორში მიმდინარე წელს თურქული გუნდები გამოირჩევა. მსოფლიოში ყველაზე მეტი ფეხბურთელის გამყიდველ ქვეყნების ათეულში მოხვედრილმა თურქეთმა ამით მიმდინარე წელს 68 მილიონი ევროს შემოსავალი ნახა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები