თურქული პრესა 27.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

370232
თურქული პრესა 27.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის თანახმადაც, B20-ის თურქეთის კონფერენცია 3-დან 5 სექტემბრამდე ანკარაში გაიმართება. თურქეთის პალატათა და ბირჟათა გაერთიანების განცხადების მიხედვით, თურქეთის პალატათა და ბირჟათა გაერთიანებისა და B20-ის თურქეთის თავმჯდომარის რიფათ ჰისარჯიქლიოღლუს მასპინძლობით გასამართ ღონისძიებაზე შეკრებილი მსოფლიო დონის ბიზნესმენები ეკონომიკურ პრობლემებს განიხილავენ. კონფერენციაში, რომელსაც, სავარაუდოდ, პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანიც დაესწრება, მონაწილეობას მიიღებს 60 ქვეყნიდან ათასზე მეტი საქმოსანი და ფინანსური სამყაროს წარმომადგენელი.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, სახელმწიფოსათვის 4 მილიარდი ევროს შემოსავლის მომტანი 4.5G-ს ტენდერი სამი GSM ოპერატორის (Turkcell, Vodafone და Avea) თურქეთის ინტერნეტ და კომუნიკაციების ბაზრის ნდობის მტკიცებულება გახდა. კომპანიები, რომლებმაც 13 წლიანი ლიცენზია მიიღეს, მომსახურებას 1 აპრილს დაიწყებენ.

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ სივასში საძირკველი ჩაეყარა 140 მილიონი ევროს ღირებულების ახალი ცემენტის ფაბრიკას, რომელსაც ბრაზილიური ვოტორანტიმ ჩიმენტოსი ააგებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალტერ დისინჯერმა განაცხადა, რომ თურქეთს კომპანიის გრძელვადიან ინვესტიციებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მისივე თქმით, სივასის ფაბრიკა ფუნქციონირებას 2017 წლის დასაწყისში დაიწყებს.

ევროპის ცენტრალური ბანკის ანგარიშის მიხედვით, თურქეთის საბანკო სისტემა ნეგატიური გავლენის მიმართ გამძლეა, სექტორის კრედიტის უზრუნველყოფის პოტენციალი მაღალი, ბალანსის სტრუქტურა ძლიერი და მომგებიანობა მაღალი აქვს“- წერს გაზეთი „იენი შაფაკი“.

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ სტამბოლის უბან ლალელის მრეწველთა და საქმოსანთა ასოციაციის მიერ წელს მეოთხედ გამართულმა ლალელის Fashion Shopping ფესტივალმა 13 ქვეყნიდან ჩასულ სტუმრებს უმასპინძლა. დეფილესთვის გაკეთებულ 300 მეტრის რეკორდული სიგრძის პოდიუმზე თოვლის მანქანის დახმარებით თოვლი მოვიდა, რაც ზაფხულის სიცხეში ღამის კულმინაციას წარმოადგენდა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, მუღლას დაბა ფეთჰიეში მსოფლიოში პარაპლანით ფრენის ცნობილ ცენტრ ბაბადაღზე პარაპლანით გადაფრენის რიცხვი გასულ წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა და 8 თვეში 75 ათას 721-ს მიაღწია და წლის ბოლომდე ამ ციფრის 100 ათასამდე გაზრდას ელოდებიან. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები