თურქული პრესა 23.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

339068
თურქული პრესა 23.08.2015

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქული ბრენდების გაერთიანებამ ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში თურქეთში თავშეფარებულ 1 მილიონზე მეტი სირიელი ბავშვის ზამთრის ტანსაცმელ-ფეხსაცმელებით უზრუნველყოფის მიზნით ფულის შეგროვება დაიწყეს და უკვე 220 მილიონი ლირაა შეგროვებული


ვათანი წერს, რომ 3 წელია რაც თურქეთი 2 მილიონადე სირიელ ლტოლვილს იფარებს, აცმევს აჭმევს, მათთვის 25 კარვის ქალაქი ააშენა, 6 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა დახარჯა, პური გაუნაწილა, წყალი გაუნაწილა და ამის მერეც ასე იქნება, როცა მის საპირისპიროდ ევროპაში ჩასულ სირიელებს ცრემლსადენი გაზებით და პლასტიკური ხელჯოხებით უმასპინძლდებიან


სტარი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე აღრის ოლქის გუბერნატორ მუსა იშინთან. ამ ოლქში მეტად აქტიურნი არიან ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას ბოევიკები და გუბერნატორის თქმით ტერორისტები ქურთ გოგოებს იტაცებენ და მათ ერთის მხრივ სექსუალურ მონებად იყენებენ, ხოლო მეორეს მხრივ საომარ ხელოვნებასაც ასწავლიან და შემდეგ თვითმკვლელებად და ან მებრძოლებად აგზავნიან თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში. მისივე თქმით ამ ახლო ხანებში ბოევიკებმა კიდევ 40 ქურთი გოგონა გაიტაცეს და ყველა მათგანი გააუპატიურეს რა, ახლა ისინი სირცხვილის გამო სახლებში ვეღარ ბრუნდებიან და იძულებულნი არიან მიემატონ მებრძოლ ქალთა რიგებს


“ჰოლივუდის მეწაღე ჰაჯებსაც ჩააცმევს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას იენი შაფაკში და მასში ვკითხულობთ: თურქი მეწაღე ჰუსეინ კოპარი მთელს მსოფლიოშია განთქმული, რადგან სწორედ მან შეკერა ქალამნები და სხვადასხვა მოდელის ფეხსაცმელები ჰოლივუდის ისეთი ფილმებისათვის, როგორებიც არის დიდი ალექსანდრე მაკედონელი, ჰარრი პოტტერი, ბეჭდების მეუფე, არეგონი, ავატარა, ტროას ომები და ა.შ. ამჟამად თურქი მეწაღე თანამედროვე ტიპის ახალ ქალამნებს კერავს წმინდა ქალაქ მექაში წამსვლელი მუსლიმანი პილიგრიმებისათვის და ამ ქალამნებით უფრო ადვილი იქნება უდაბნოს ცხელ ქვიშაზე სიარული და მოძრაობა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები