თურქული პრესა 10.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

320942
თურქული პრესა 10.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრემიერმა დავუთოღლუმ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს მოუწოდა საზოგადოებრივი წესრიგისა და დემოკრატიის დასაცავად იარაღის დაყრის საკითხებზე საერთო პოზიცია დაიკავონ. სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სტამბოლის რეგიონალურ განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში პრემიერმა დავუთოღლუმ აღნიშნა: „დამნაშავეებს აუცილებლად დააკავებენ და ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ნურავინ იფიქრებს, რომ რაც ჩაიდინა შერჩება და ჩვენთვის გზავნილების გამოგზავნით ჩვენ დაგვემუქრებიან ან ქედს მოგვახრევინებენ“.

გაზეთი „იენი შაფაკი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „აშშ-ის თვითმფრინავები ინჯირლიქში ჩავიდნენ“, რომლის თანახმადაც, DEAŞ-ის წინააღმდეგ ჩასატარებელ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ს 480-ე ფლოტის ქვედანაყოფის 8 თვითმფრინავი ადანაში მდებარე ინჯირლიქის ბაზაზე ჩავიდა, რომელთა შორისაც 6 ცალი F-16 ტიპის თვითმფრინავი და თითო-თითო C-5 და KC-135 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები არიან.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, სტამბოლის ახალ აეროპორტსა და გაირეთთეპეს ერთმანეთთან მეტროს ხაზი დააკავშირებს. 33 კილომეტრიანი ხაზის საათში 120 კილომეტრის სიჩქარის ტრანსპორტით 26 წუთში გავლა იქნება შესაძლებელი. პროექტის ტენდერის დასრულების შემდეგ სამშენებლო პროექტი 2016 წლამდე ჩატარდება.

პრეზიდენტ ერდოღანის ჩინეთში ვიზიტმა ნაყოფი გამოიღო - წერს გაზეთი „საბაჰი“. სტატიის მიხედვით, პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად ჩინეთში ვიზიტში მონაწილე ჰოლდინგ CNR-ის მმართველის საბჭოს თავმჯდომარემ ერემმა განაცხადა, რომ 2016 წელში ჩინეთში 5 სექტორში გამოფენას გახსნიან.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ 89 წლის ასაკში თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა მხატვარი, ჟურნალისტი და მწერალი ფიქრეთ ოტიამი.

ბოღაზიჩის უნივერსიტეტის მეცნიერების შექმნილმა „ახალი თაობის ბიოლოგიურ-ხელოვნური პანკრეასის მემბრანის„ პროექტმა აშშ-ში პატენტი მიიღო წერს - გაზეთი „ჰურიეთი“.

და ბოლოს, გაზეთი „მილიეთი“-ს ცნობით, საკიბ საბანჯის სახელობის მუზეუმი აქბანკის ხელოვნების პროგრამასთან თანამშრომლობით 2 სექტემბრიდან გამოფენა „ზერო“-ს უმასპინძლებს. გამოფენის მიზანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოქმნილი მიმდინარეობის თურქეთისათვის გაცნობა გახლავთ. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები