თურქული პრესა 08.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

318397
თურქული პრესა 08.08.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერთურქში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც 30 დღე გავიდა რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა კოალიციური მთავრობის შექმნა დაავალა პრემიერ დავუთოღლუს. კონსტიტუციის მიხედვით 45 დღეში უნდა შეიქმნას ახალი მთავრობა და 15 დღეღა დარჩათ პარლამენტში შესულ პარტიებს, ამიტომაც თუ ამ 15 დღის განმავლობაშიც ვერ ან არ შეიქმნება კოალიციური მთავრობა, მაშინ, თურქეთი ვადამდელ არჩევნებზე წავა

სტარი წერს, რომ ამ ბოლო წლებში თურქეთის საბანკო სექტორმაც ღრმად გაიდგა ფესვები ბალკანეთში, კავკასიაში, შუა აზიაში, ირანში და ახლა ახლო აღმოსავლეთისკენაც იბრუნეს პირი. ერაყში სამი ბანკის, ზირაათბანკის, ჰალქბანკის და ვაკიფბანკის ფილიალები უკვე მოქმედებენ და ახლა კერძო ბანკებიც გადავიდნენ მოქმედებაზე რა, ისინიც აპირებენ ფილიალების და წარმომადგენლობების გახსნას, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ერბილში, რომელიც ამ ბოლო წლებში ინტენსიურად ვითარდება

“საუკუნის პროექტი დასრულდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ვათანში და მასში ვკითხულობთ: გუშინ საღამოს თურქეთის ტყისა და წყლის საქმეთა მინისტრმა ვეისელ ეროღლუმ საზეიმოდ დაასრულა თურქეთის ქალაქ მერსინიდან ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში გამავალი საზღვაო წყალსადენის ბოლო მილის შეერთება, რომელსაც საუკუნის პროექტს ეძახიან, რადგან, იგი მომავალი 50 წლის განმავლობაში სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფს კვიპროსელ თურქებს. მოკლედ, 80 კმ-ის სიგრძის ამ წყალსადენით კვიპროსის თურქული მხარე წელიწადში 75 მილიონ კუბურ მეტრ წყალს,

მილლიეთის ცნობით 5 წლის ამერიკელ ლიზი მეიერსს, რომელიც ოჰაიოს შტატში ცხოვრობს, ხშირი ავადმყოფობის გამო მხედველობა დაეკარგა. სანამ ამ მხედველობას დაკარგავდა, მშობლებმა ლიზის მოუმზადეს იმ ქალაქების სია, რომლებიც უნდა ენახვებინათ ლიზისათვის, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო ვეღარ შესძლეს ლიზის ნატვრის განხორციელება. და აი, თურქეთის საჰაერო ფლოტის გენერალურმა დირექტორმა თუნჯაი ემიროღლუმ გადაწყვიტა სპონსორობა გაუწიოს ლიზის და მის მშობლებს. ამ მიზნით იგი მათ რომში გაფრენა-გამოფრენის ბილეთების სპონსორობას გაუწევთ

სტარი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ მსოფლიოს სახელგანთქმული ესპანელი ჯაზმენი ბუიკა, ამ ახლო დღეებში კონცერტებს გამართავს თურქეთის საკურორტო ქალაქებში. სტატიისვე მიხედვით პირველი კონცერტი ბუიკას 12 აგვისტოს ჩანაქკალეში, მეორე კონცერტი კი 18 აგვისტოს ბოდრუმში ექნება. ესპანელი ჯაზმენის განცხადებით თურქებიც და ესპანელებიც ხმელთაშუაზღვის ხალხებს წარმოადგენენ და ამიტომ ერთმანეთის კარგად ესმით



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები