თურქული პრესა 04.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

313884
თურქული პრესა 04.08.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ადრე თუ თურქეთის ეკონომიკაში უფრო მეტ ინვესტიციებს ევროპელები სდებდნენ, სამწუხაროდ მიმდინარე წლის 5 თვის მაჩვენებლებით ევროპელების ინვესტიციებმა 47,5%-ით დაიკლო, ხოლო მის საპირისპიროდ აზიელების პირდაპირი ინვესტიციები თურქეთში 115%-ით გაიზარდა და ამ 5 თვეში 6 მილიარდ დოლარს მიაღწია

ჰაბერთურქის ცნობით თურქეთში მოხალისეების მხრიდან შექმნილმა ძვლის ტვინის ბანკმა დაიწყო თავისი დადებითი ნაყოფების გაცემა. ამ ბანკში სულ 50 ათასზე მეტი კაცის სისხლის ნიმუშია თავმოყრილი, რომლებთაგანაც 34 ათასი უკვე რეგისტრირებულ იქნა და მათგან 13 კაცის სისხლი სრულიად თავსებადი აღმოჩნდა რა ძვლის ტვინის ლეიკემიის პაციენტებისათვის, ეს 13 კაცი სიკვდილს ალბათ უეჭველად გადაურჩება. ძვლის ტვინის სისხლის პირველი წარმატებული გადანერგვა კი 5 წლის ბავშვზე მოხდა და ამ თვეში ასეთ გადანერგვას კიდევ 4 ბავშვზე მოახდენენ. თუ მეორე გადანერგვაც წარმატებით დასრულდება, მაშინ, თურქეთი მსოფლიო ძვლის ტვინის ბანკის (World Marrow Donor Association- WMDA) წევრი გახდება და ამ მხრივ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სიაში შევა, ახარებს მკითხველს ჰაბერთურქი


“სტამბოლი სატრანზიტო ქალაქი გახდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ვათანში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით მიმდინარე წლის 6 თვეში სტამბოლის ორი საერთაშორისო აეროპორტი მთლიანობაში 24 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია. მარტო ათათურქის სახელობის აეროპორტმა 19 მილიონზე მეტ მგზავრი მიიღო და გაისტუმრა და აქედან 6,5 მილიონმა სატრანზიტო ფრენა განახორციელა, წერს ვათანი


ჰურრიეთის კორესპონდენტი ბოდრუმიდან იტყობინება, რომ ინდოეთის და მსოფლიოს ერთ ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ფორმულა პირველში “Sahara Force İndia“ გუნდის პატრონმა, 61 წლის უფლისწულმა ვიჟაი მალიამ თავისი ოჯახის წევრებთან ერთად დაასრულა არდადაგები ბოდრუმში და კერძო იახტით სამშობლოში გაემგზავრა. ორ კვირიანი არდადაგების პერიოდში მან თავის ოჯახის წევრებთან ერთად თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის ულამაზესი სანაპიროებიც მოინახულეს და ბოდრუმის საჩუქრების მაღაზიებიც მოიარეს რა, მრავალი თურქული ხალხური რეწვის ნაწარმებიც იყიდეს, წერს ჰურრიეთის კორესპონდენტი და ამატებს, რომ ბოდრუმი აირჩია დასასვენებლად ასევე რუსმა მილიარდერმა დერიპასკამაც, რომელიც ასევე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი იახტით ეწვია ბოდრუმს

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები