თურქული პრესა 03.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

312468
თურქული პრესა 03.08.2015




დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქი გეოლოგები და ექსპერტები თურქეთის მარმარას რეგიონში ბუნებრივი აირის დიდი რეზერვების არსებობას ვარაუდობენ და ამ მიზნით ქირქლარელის რაიონში, ე.ი. თურქეთის ევროპულ ნაწილში ჭაბურღილის გაჭრას დაიწყებენ. სტატის ცნობითვე ჭაბურღილის გაჭრა 5 ათას კვ მეტრზე 112 დღეს გასტანს და მასზე 28 კაცი იმუშავებს

ვათანი იუწყება, რომ წლითიწლობით იზრდება თურქეთში იაპონური ტოიოტების წარმოებაც და გაყიდვაც. გეგმით, მიმდინარე წელს 42 ათასი ტოიოტა უნდა გაყიდულიყო, მაგრამ, მოთხოვნილება ამ დაგეგმილს აჭარბებს და ამიტომ ეს ციფრი 50 ათასამდე გაზარდეს, რაც რეკორდი იქნება, ხაზს უსვამს ვათანი

მილლიეთის ცნობით მსოფლიოს ერთ ერთი უდიდესი საბურავების და მისი დისკების მწარმოებელი ამერიკული კომპანია "Titan“-ი, რომლის საბაზრო ღირებულება 502 მილიონი დოლარია, თურქეთში ინვესტიციებს გაზრდის და აქ წარმოებული დისკები და საბურავები ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიასა და რუსეთში გაიყიდება

“ქიმიაში მსოფლიო ჩემპიონი თურქი მოსწავლე გახდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ვათანში და მასში ვკითხულობთ: აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა ქიმიაში ლიცეუმის მოსწავლეებს შორის და ასობით კონკურსანტს შორის პირველი ადგილი და ჩემპიონობა მოიპოვა თურქმა მოსწავლემ, იზმირელმა იალჩინმა, რომლის თქმითაც იგი ყოველდღიურად 10-11 საათს გაკვეთილებს უთმობს დროს

სტარი კულტურის გვერდზე წერს, რომ იერუსალიმელმა პალესტინელებმა 1915 წლის ჩანაქკალეს ბრძოლის ამსახველ ფილმს, “ბოლო წერილს“ უყურეს და დიდი მოწონება გამოთქვეს მის მიმართ. ეს ფილმი ჯერ რამალლაჰში აჩვენეს და ახლა პალესტინის სხვა დასახლებებშიც აჩვენებენ, წერს სტარი

ერთი თვეღა დარჩა ვენეციის 72-ე საერთაშორისო კინო ფესტივალამდის, რომელზედაც თურქეთს რეჟისორ მუჰამმედ უზუნერის ფილმი “Light Years”-ი წარადგენს. ამ ფილმში საუბარია თურქი ახალგაზრდა ინჟინერისა და მისი ინგლისელი შეყვარებულის ჯერ სტამბოლურ და შემდეგ ლონდონურ ცხოვრებაზე. ეს ფილმი იბრძოლებს კინო კრიტიკოსების მხრიდან დაწესებული პრიზისათვის, ვკითხულობთ ჰურრიეთის კულტურის გვერდზე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები