თურქული პრესა 29.07.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

306106
თურქული პრესა 29.07.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ტერორისტების მხრიდან თურქეთში ტერაქტების და თავდასხმების ახლიდან დაწყებამ მოსახლეობის ყველა ფენის აღშფოთება გამოიწვია და ისინი ყველგან საპროტესტო აქციებს აწყობენ. გუშინ საღამოს კი პრემიერ დავუთოღლუს ეწვივნენ რამდენიმე არასამთავრობოს წარმომადგენლები და მკაცრად დაგმეს ტერორისტული თავდასხმები, რასაც მათი თქმით უმეტესწილად მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. მათვე ერთობლივი დეკლარაცია გაავრცელეს, რომელშიც მხარი დაუჭირეს მთავრობის მხრიდან ტერორისტებზე დაწყებულ საჰაერო ოპერაციებს

“ლტოლვილებს ახალი ბანაკები“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას იენი შაფაკში და მასში ვკითხულობთ: ზაფხულის დადგომასთან ერთად ერთი ორად გაიზარდა უცხოელი მიგრანტების ლტოლვა ევროპის ქვეყნებისკენ, რომლებიც სატრანზიტო ქვეყნის სახით თურქეთს იყენებენ. ისინი არალეგალური გზებით ცდილობენ ჯერ თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულებზე, ხოლო შემდეგ აქედან კი ევროპის ქვეყნებში გადასვლას, მაგრამ, მათი უმეტესი ნაწილი ვერ ახერხებს გადასვლას და დროებით თურქეთში რჩებიან. ასეთ მიგრანტთა რაოდენობა ისე მომრავლდა, რომ არსებული ბანაკები ვეღარ იტევენ მათ და ამიტომ თურქეთის ხელისუფლება უცხოელი მიგრანტებისათვის 16 ახალი ბანაკის მშენებლობას გეგმავს

ვათანი წერს, რომ დასასრულს უახლოვდება ბოსფორის სრუტეზე მესამე ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლოატაციაში გადაცემა ამ წლის ბოლოსათვისაა დაგეგმილი. ამჟამად ხიდზე კაბელების ჩადება მიმდინარეობს და ტექნიკოსები, მშენებლები და ინჟინრები უკვე სარგებლობენ ამ ხიდით რა, აზიიდან ევროპულ, ევროპულიდან აზიურ სანაპიროებზე გადადიან და გადმოდიან. ეს ხიდი ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ შედარებით განტვირთავს სტამბოლის ტრაფიკს, იმედს გამოთქვამს ვათანი
ჰურრიეთის კორესპონდენტი შოტლანდიიდან იტყობინება, რომ წელს ამ ქვეყანაში, კონკრეტულად კი ქალაქ ედინბურგში 68-ედ გაიმართება ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული, ტრადიციული სასცენო ხელოვნების ფესტივალი, რომელშიც წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას თურქული დასი. თურქები ედინბურგის სცენაზე 5-18 აგვისტოს შორის ყოველ საღამოს წარადგენენ სპექტაკლს სახელწოდებით, “იმპერიის შემქმნელები“, რომლის ტექსტიც ინგლისურ ენაზე სუბტიტრებით დაიწერება

ჰაბერთურქი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ იტალიის ქალაქ მილანში გამოფენა Expo-2015-ის საზეიმო გახსნის ცერემონიაში თურქული ცეკვის ანსამბლი “ჰორონ“-იც იღებდა მონაწილეობას და მათმა ცეკვებმა ისეთი დაუვიწყარი შთაბეჭდილება დასტოვეს მაყურებელზე, რომ ისინი ამ გამოფენაზე კონცერტის ჩასატარებლად ხელმეორედ მიიწვიეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები