თურქული პრესა 27.07.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

385201
თურქული პრესა 27.07.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრემიერი დავუთოღლუ გუშინ სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლეში მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საუბარში თქვა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სირიაში ისლამური სახელმწიფოს და ჩრდილოეთ ერაყში ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციები ძირითადად სამ მიზანს ემსახურება: პირველია-დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა, მეორეა--საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და მესამეა--ყველანაირ მტრებს ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, ვუჩვენოთ ჩვენი ძალა და სიმტკიცე, ხაზი გაუსვა დავუთოღლუმ, წერს იენი შაფაკი

მილლიეთი იტყობინება, რომ თურქული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია “Etiya“ ახლა უცხოეთში მასიურად გასვლას აპირებს და ამ მიზნით ახალი პროგრამები მოამზადა. აქვე ამ კომპანიის დირექტორ ასლან დოღანთან ინტერვიუც არის გამოქვეყნებული, რომლის თქმითაც პირველი შეკვეთა უკვე კანადისგან მიიღეს და იგი წარმატებით განახორციელეს რა, ახლა დაკვეთებს ელიან ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთის, კავკასიის, შუა აზიის და სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებიდან

“ბოღაზიჯმა მოცურავეებს უმასპინძლა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას სტარში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით გუშინ ბოსფორის სრუტეზე 27-ე საერთაშორისო ცურვის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1870-მა მოცურავემ მსოფლიოს 49 ქვეყნიდან. 6 კმ-იანი მანძილი ბოსფორის 1 სანაპიროდან მეორე სანაპიროზე მამაკაცებს შორის პირველმა დაფარა თურქმა ბერთუღ ჯოშკუნმა, ხოლო ქალებს შორის გაიმარჯვა ასევე თურქმა ნილაი ერქალმა

ჰურრიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ სტამბოლს ეწვია რუმინელი პოპ ვარსკვლავი, MTV-ს მუსიკალური პრემიის მფლობელი მომღერალი ინნა, რომელმაც თავის მიერ შესრულებული სიმღერა “Party Never Ends-თვის კლიპი გადაიღო სტამბოლისა და მსოფლიოს ყველაზე უძველესი სუპერმარკეტის “კაფალიჩარშის“ სახურავზე. “მე მომხიბლა და მომაჯადოვა სტამბოლის სილამაზემ და ამიტომ ჩემი მეორე სიმღერა "Bop Bop“-ისთვისაც აქ გადავიღე კლიპი, განაცხადა ინნამ

საბაჰის მიხედვით თურქეთში დასასვენებლად ჩამოსულმა 20 წლის ინგლისელმა გოგონამ ლაურენ ნეველლიმ თურქეთის მკვდარი ზღვის თავზე საპარაშუტო ფრენა განახორციელა და 1900 მეტრის სიმაღლეზე მობილურით სელფიე (თვით გადაღება) გააკეთა, რომელშიც ხსენებული ზღვის და მისი სანაპიროების ულამაზესი ხედები ჩანს და რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში განათავსა რა, მისმა ამ სურათებმა ინტერნეტ მომხმარებლებში უდიდესი მოწონება დაიმსახურა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები