თურქული პრესა 21.07.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

346381
თურქული პრესა 21.07.2015

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ადრე თუ თურქეთი სასოფლო სამეურნეო თესლების იმპორტიორი ქვეყანა იყო, ახლა ექსპორტიორ ქვეყნად გადაიქცა. ასე რომ, როგორც განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს წარმომადგენელმა, უახლოეს წლებში თურქეთი თესლების წარმოების მხრივ მსოფლიო ცენტრი გახდება და მის კვალობაზე ექსპორტიც კიდევ უფრო გაიზრდება

ჰაბერთურქი იუწყება, რომ ცნობილმა თურქულმა ფირმა Ciner Grub-მა მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე უდიდესი სოდის ფქვილის მწარმოებელი კომპანია OCI Wyoming-ის აქციების 51%-ის მფლობელი ფირმა OCI Resources LP-გან ამ აქციების 75% შეისყიდა და ამით ხსენებული თურქული ფირმა სოდის ფქვილის წარმოებაში მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი გახდა

ჰურრიეთის ცნობით შოკოლადის შესახებ თურქეთში წიგნი იწერება სახელწოდებით “შოკოლადის მეცნიერება და ტექნოლოგია“, რომლის ავტორები სტამბოლის ილდიზის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად არის შოკოლადების მწარმოებელი თურქული ფირმა Elvan Grubu. ეს ნაწარმოები სამაგიდო წიგნი გახდება შოკოლადების მწარმოებლებისათვის, ასკვნის ჰურრიეთი

“ლეოპარდები თურქეთის 30 ოლქში ბინადრობენ“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ვათანში, რომელშიც ინტერვიუ არის გამოქვეყნებული ტრაპიზონის ტექნიკური უნივერსიტეტის ველური ბუნების და ეკოლოგიის მართვის ფაკულტეტის დეკან, პროფესორ საღდამ ბაშქაიასთან და იგი მასში ამბობს, რომ ლეოპარდების პოპულაცია თურქეთში საჭირო დონეზეა და ამიტომ მათი გაქრობის ან წითელ წიგნში შეტანის საშიშროება არ არსებობს. მისივე თქმით თურქეთის 30-მდე ოლქში ბინადრობენ ლეოპარდები და ყველაზე მეტად ისინი აღმოსავლეთ ანატოლიაში და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთებში და ტყეებში ცხოვრობენ

ჰურრიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ ისპარტის ოლქის იალვაჩის რაიონში მდებარე ანტიკურ ქალაქ ფისიდია ანტიოქიაში წარმოებული გათხრების დროს მე-7 საუკუნის დროინდელი რომაული ქვევრები აღმოაჩინეს, რომლებშიც ხორბალი, ქერი, მუხუდო, ლობიო, ოსპი და ყაყაჩოს თესლებია შემორჩენილი


სტარი წერს, რომ გუშინ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დაარსების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთი რეკორდი დამყარდა. “აკვარიუმის ადამიანად“ ცნობილი ჯემ კარაბაი 72 საათის განმავლობაში დარჩა წყლის ქვეშ და ამით წყლის ქვეშ ყველაზე დიდხანს მცხოვრები ადამიანის ტიტული მიიღო. კარაბაი ამ სამი დღის განმავლობაში 6 მეტრის სიღრმეში ცხოვრობდა რა, მან ამით ეგვიპტელი მყვინთავის, ვალაა ჰაფეზის რეკორდიც მოხსნა, რომელიც 51 საათი იყო და კარაბაის შედეგი გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები