19.07.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

382115
19.07.2015 თურქული პრესა


მიმოხილვას გაზეთ „ვათან“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ 65 ტრილიონი დოლარის მომცველი G-20-თა სამიტი, ანტალიის ბელექის რაიონში დაიწყება 15-16 ნოემბერს. სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს და რეგიონი წითელ ზონად იქნა გამოცხადებული. რეგიონში აკრედიტებულების გარდა არ მიიღება არავინ.
სამიტის გამო, ზოგიერთ დღეებში აკრძალული იქნება ამ რეგიონში თვითმფრინავების ფრენაც.
სამიტის მონაწილე ლიდერები დარჩებიან ულტრა ლუქს სამეფო საცხოვრებლებსა და ვილებში, რომლის ერთი ღამის საფასური 30 ათას დოლარს უტოლდება.
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამასთვის მომზადებულია ორი ვილა, რომლის ფანჯრებიც ტყვია გაუმტარია. განცხადებით შესაძლებელია მისი დარჩენა გემშიც.
გაზეთ „იენი შაფაკ“-ის ცნობით, ათი ათასი ირანელი ტურისტი ვანს მიაწყდა. რამაზანის ბაირამთან დაკავშირებით ირანელებმა ისარგებლეს არდადეგებით და იტორიულ-რელიგიური ღირსშესანიშნაობების მონახულების მიზნით ეწვივნენ ვანს.
გაივსო სავაჭრო ცენტრები და ქუჩები ირანელებით. ამან გაახარა მოვაჭრე მწარმოებლებიც.
ხმელთა შუა ზღვის, ეგეოსის სანაპიროებზე არდადაგების გატარების მოსურნე ირანელმა ტურისტებმა თავიანთი მანქანები გააჩერეს ვანის აეროპორტში და თვითმფრინავით გააგრძელეს გზა.
მსოფლიოს ვარსკვლავი უნივერსიტეტებიდან ათი თურქეთისაა, ამის შესახებ წერს გაზეთი „სტარ“-ი.
გაზეთის ცნობით, განათლების ხარისხით, კურსდამთავრებულების დასაქმების რაოდენობის და 8 ძირითადი პუნქტის განსაზღვრით მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო ათასი უნივერსიტეტის რიგებში შევიდა თურქეთის ათი უნივერსიტეტი.
მათ შორის პირველ ხუთასთა რიგებშია ორთადოღუს ტექნიკური უნივერსიტეტი. მას მიემატა სტამბოლის, ჰაჯათთეფეს, ანკარის, სტამბოლის ტექნიკური, ეგეს ბოღაზიჩის, ბილქენთის, გააზის და 9 Eylül-ის უნივერსიტეტები.
ათას უნივერსიტეტს შორის კი, პირველია აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტი.
გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ის ცნობით ხდება ტექნოლოგიურ სისტემის განვითარება, რომელიც გზას გადაუღობავს მანქანის გადაყირავებას.
ბაშქენთის უნივერსიტეტის საამშენებლო ფაკულტეტი, ავტოკატასტროფების დროს მანქანების გადაყირავებისთვის შეფერხების შესაქმნელად, რომელიც მრავალი ადამიანის სიკვდილის საბაბი ხდება, გამოიგონეს სისტემა. იგი ხელს შეუწყობს მანქანის უფრო ნელა დაცემას და ავტომანქანის ფიზიკური მთლიანობის დაცვას.
გაზეთი „მილლიეთ“-ი წერს, რომ კუნძულ კვიპროსში თურქულ და ბერძნულ მხარეებს შორის აზრთა უთანხმოებამ ზეგავლენა იქონია ქალთა კალათბურთის სუპერ ლიგაზე. საბერძნეთის ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც პირველად ემზადებოდა მატჩში მონაწილეობისთვის, პოლიტიკური მიზეზით მატჩებს ვერ ჩაატარებს ჩრდილოეთ კვიპროსში.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები