თურქული პრესა 18.07.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

381838
თურქული პრესა 18.07.2015


მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ სტარში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის სახელწოდებაცაა ”სამამულე წარმოების თვითფრინავის ძრავაც ადგილობრივი იქნება” და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრემიერმინისტრის აჰმედ დავუთოღლუს მონაწილეობით მიმდინარე წლის 27 მაისს წარდგენილი თურქეთის ადგილობრივი წარმოების თვითფრინავი, რომლის დამზადებაც 2019 წელში უნდა იქნას დასრულებული, მისი ძრავაც ადგილობრივი წარმოების იქნება და იგი თურქი ინჟინრების მიერ იქნა დამზადებული.

ჰაბერთურქი წერს, რომ თურქეთის მთავრობა ინტენსიური ელექტროენერგიის გამომყენებელი საწარმოო ობიექტების მხრივ ნაკლები ელექტრო ენერგიის გამოყენების პროექტებზე მუშაობს და თვით საწარმოო ობიექტების მხრიდან საკუთარი ელექტროენერგიის წარმოებისათვის ხელისშეწყობასაც აპირებს. სწორედ მის ფარგლებში საწარმოებს და ობიექტებს მზის და ქარის ელექტროსადგურების დამონტაჟების ნებართვა გაეცემათ. ამით კი მთავრობა ერთის მხრივ გარემოს დაცვას და მეორეს მხრივ ენერგიის სფეროში იმპორტის შემცირებას აპირებს. ამ ყველაფრის განსახორციელებლად კი მთავრობა საწარმოო ობიექტებზე შესაბამისი დახმარების გაწევასაც აპირებს

იენი შაფაქში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”დენიზლის პირსახოცები მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა” და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ქალაქ დენიზლიში წარმოებული პირსახოცები სწრაფი შრობით და წყლის კარგად შეწოვით გამოირჩევა, თანაც ისინი რეგიონის ტრადიციული მოტივებით არიან დეკორირებულნი. "Turkish Towels” სახელწოდებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარდგენილი პირსახოცები, უკვე ათობით ქვეყნის სასტუმროებში და სავაჭრო ცენტრებში გამოიყენებიან.

საბაჰის მიხედვით საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო ”Merrill Lynch” მისი მომხმარებლების ტურისტული მოგზაურობის ანგარიშები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თურქეთი მეშვიდე ადგილზეა. ანგარიშში ნათქვამია: ”ევროპის და აზიის გასაყარზე მდებარე თურქეთი, სტამბოლის ღირსშესანიშნაობებით და კაბადოკიის ულამაზესი ბუნებრივი საოცრებებით უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების დიდ ყურადღებას იპყრობს”.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები