თურქული პრესა 17.07.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

345771
თურქული პრესა 17.07.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთი ამჟამად ეროვნული ვალუტით, თურქული ლირით აწარმოებს საგარეო ვაჭრობას მხოლოდ ორ ქვეყანასთან, რუსეთთან და ირანთან და ახლა მათ რიცხვს მესამე ქვეყანა, სამხრეთ კორეაც დაემატა. ამის შესახებ გუშინ განაცხადა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰატ ზეიბექჩიმ და დაამატა, რომ ამჟამად საგარეო ვაჭრობის 150 მილიარდიანი დოლარის თანხიდან დაახლოებით 20 მილიარდი სწორედ თურქულ ვალუტაზე ხდება. მისივე თქმით ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერაყთან და უკრაინასთან, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ლირის გამყარებას

იენი შაფაკი იტყობინება, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის მიერ 2010 წლის მაისში თურქულ ჰუმანიტარულ გემ “მავი მარმარა“-ზე განხორციელებული ოპერაციის გამო ადრე აღძრული სარჩელი არ მიიღო წარმოებაში, მაგრამ, ხელმეორედ აღძრული სარჩელის მიმართ ხსენებული სასამართლოს პროკურორებმა წინა მოკვლევის დადგენილება გამოიტანეს, რამაც ტელ ავივის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია 

საბაჰის კორესპონდენტი ჩინეთიდან იტყობინება, რომ ამ ქვეყნის ტურიზმის სამინისტრო თურქეთიდან ტურისტების მიზიდვის მიზნით სხვადასხვა გაცნობით ღონისძიებებს ატარებს და მათ შორის ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტის აღდგენას ცდილობს. სწორედ მის ფარგლებში ეწვივნენ სტამბოლს სინძიანის პროვინციის წარმომადგენლები, რომლებმაც თურქი ტურისტები მათ ისტორიულ სამშობლოში, სინძიანში და მის მიმდებარე ჩინურ ტურისტულ ადგილებში მიიწვიეს

ვათანი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ რუსეთის ყველაზე განთქმულმა ბოლშოი თეატრმა თავისი წლევანდელი სეზონი კარმენის ოპერით დაასრულა, რომელშიც მთავარი, დონ ხოსეს როლი შეარულა თურქმა მომღერალმა, ანკარის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის მთავარმა ტენორმა მურატ კარაჰანმა

“ჯასტინ ბიბერი სექტემბერში ეწვევა სტამბოლს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ჰურრიეთში და მასში ვკითხულობთ: მსოფლიოს განთქმული კანადელი პოპ მომღერალი ჯასტინ ბიბერი პირველად სტამბოლს 2013 წელს ეწვია და მისმა კონცერტებმა სრულ ანშლაგში ჩაირა. ასე რომ, კანადელი მომღერალი მიმდინარე წლის სექტემბერში მეორედ ეწვევა სტამბოლს და კიდევ ერთხელ შეხვდება თავის ფანებს

და ბოლოს ჰაბერთურქი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ 20 ივლისს სტამბოლის ბოღაზიჯის სახელობის ხიდზე, რომელიც გადებულია ბოსფორის სრუტეზე და აკავშირებს ევროპას და აზიას, საჩვენებელ მატჩს გამართავს ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვენერა უილიამსი, რომლის მეტოქეც იქნება თურქ ქალ ჩოგანებს შორის პირველი თურქი ჩოგანი იფექ სოილი. სხვათა შორის უილიასმა პირველი ასეთი საჩვენებელი მატჩი ბოღაზიჯის ხიდზე 10 წლის წინ გამართა, წერს ჰაბერთურქი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები