12.07.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

379142
12.07.2015 თურქული პრესა


მიმოხილვას გაზეთ „საბაჰ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც იმპორტი 13 წელიწადში გაიზარდა 13-ჯერ.
გაზეთის ცნობით, ეკონომიკის მინისტრმა ნიჰად ზეიბექჩიმ შეფასება მისცა თურქეთის უკანასკნელი წლების ეკონომიკას და აღნიშნა, რომ თურქეთი, მსოფლიოში ყველა ენერგეტიკული და მატერიალური რესურსების, რწმენის და კულტურული გზების შუაგულშია.
ამიტომაც არის, რომ პრივილეგიებთან ერთად იგი პრობლემებსაც უპირისპირდება. თუმცა ამ გეოგრაფიულ არეალზე იგი ნდობის ქვეყანად ითვლება.
გაზეთ „ვათან“-ის ცნობით, ყოველ წლიურად მატულობს ჯანდაცვის ტურიზმი. ყოველ წელს ათასობით ტურისტი ჩამოდის თურქეთში თვალის დაავადებების და მკურნალობის მიზნით.

ამის მთავარი მიზეზია შესაფერისი ფასი, ხარისხიანი მომსახურება და სამკურნალოდ გამოყენებული უახლოესი ტექნოლოგია.
ტურისტების განცხადებით, თავიანთ ქვეყნებთან შედარებით აქ 50-60 %-ით ნაკლებ ფულს ხარჯავენ მკურნალობისთვის. სურვილის შემთხვევაში სასიამოვნო არდადაგებსაც ატარებენ.
გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი კი იტყობინება, რომ სივასის მუნიციპალიტეტმა მსოფლიო მასშტაბის რეკორდსმენი „ბეჭდების მბრძანებლის“ და „ჰობიტის“ სერიალების გმირების საცხოვრებელი სახლების შთაგონებით, ქალაქისგან ხუთი კმ-ის მოშორებით გააშენეს ფერდობის სახლები, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.
65 კვ მეტრის ფართობის მქონე სახლებს, გააჩნია სამზარეულო, ტუალეტი, აბანო და საძინებელი.
გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს სტატიას სახელწოდებით „საბერძნეთს თურქეთი იხსნის“.
გაზეთი წერს, რომ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ტომ ჩინსბურგის განცხადების შემდეგ, რომ ათენი გადავიდეს თურქულ ლირაზე. ბერძენი მეცნიერი დიმიტრი კიტსიკისი კი აცხადებს, რომ საბერძნეთის გამოხსნა ჩავარდნისგან, მხოლოდ თურქეთს შეუძლია. საბერძნეთის ევროკავშირში გაწევრიანება შეცდომა იყო. ახლავე უნდა გამოეყოს და პარტნიორობა დაამყაროს თურქეთთან თქვა კიტსიკისმა და გამოთქვა რჩევა, რომ საბერძნეთის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა თურქეთის მხრიდან წარიმართოს.
გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ „ალთაჯას“ კომპანიამ ბალიქესირის გონენის რაიონში გაშენებულ ქარხანაში საქონლის ნაკელის, ნამჯას, ჩაის, ფოთლების, ტოტების, ხილის, მცენარეული, ბრინჯის ჩალის მსგავსი ნარჩენებისგან ნავთობი აწარმოა. მეცნიერთა აზრით ქარხნის საშუალებით თუ მოხერხდება ნარჩენების 20 %-ის მოხმარება, უზრუნველყოფილ იქნება საჭირო ნავთობის მოთხოვნილების 20 %-იც.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები