თურქული პრესა 11.07.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

344648
თურქული პრესა 11.07.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერთურქში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერდოღანმა კოალიციური მთავრობის შექმნის დავალება პრემიერ დავუთოღლუს მისცა და იგი მთავრობის შექმნის მიზნით ორშაბათიდან შეხვედრებს დაიწყებს ოპოზიციურ პარტიებთან რა, მისი მიზანია პირველ რიგში თუნდაც ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც მინიმუმ 2 წელი მაინც იარსებებს, რადგან, თუ ახლა მთავრობას ვერ შექმნიან, მაშინ, ვადამდელ არჩევნებზე წასვლა მოუწევთ, რაც არ აწყობს არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას, ვკითხულობთ ჰაბერთურქში

“ევრაზიის გვირაბის მშენებლობის 90% დასრულებულია“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს სტარში და მასში ვკითხულობთ: სტამბოლში, ბოსფორის სრუტის ქვეშ გრძელდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა და 3340 მეტრის სიგრძის გვირაბის მშენებლობა ბოლო სტადიას მიუახლოვდა, რადგან, სამშენებლო სამუშაოების 90% დასრულებულია და მისი ექსპლოატაციაში გადაცემა მომავალი წლის მეორე ნახევარშია გათვალისწინებული. ამ გვირაბის მშენებლობა 1,2 მილიარდი დოლარი დაჯდება და იგი ითვლება რა მსოფლიოს ერთ ერთ უდიდეს პროექტად, ევროპისა და აზიის კონტინენტებს საავტომობილო გზით დააკავშირებს

ჰურრიეთი ეკონომიკურ გვერდზე იუწყება, რომ თურქეთის 2 უდიდესი სასტუმროს ქსელი Dedeman-ი და Rixos-ი, ახლა უცხოეთში აპირებენ ინვესტიციების ჩადებას და ამ მიზნით დედემანი 4 ქვეყანაში 16 სასტუმროს აშენებს, ხოლო რიქსოსი კი 10 ქვეყანაში 30 სასტუმროს აშენებს. ეს უკანასკნელი ფირმა 2020 წელს კიდევ 30-მდე სასტუმროს გახსნის კუბიდან დაწყებული ვიეტნამით დამთავრებული, წერს ჰურრიეთი

იენი შაფაკის კორესპონდენტი კუბიდან იუწყება, რომ ამ ქვეყნის დედალაქ ჰავანაში მცხოვრები მუსლიმანებისათვის პირველი სალოცავი გაიხსნა და იგი იმოქმედებს პირველი მეჩეთის ექსპლოატაციაში გადაცემამდე, რომლის მშენებლობა გრძელდება თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის სპონსორობით. ახალ გახსნილი სალოცავი 200 კვ მეტრია და იგი მუზეუმშია განთავსებული, ხოლო მეჩეთი, რომლის მშენებლობაზე შეთანხმება მიღწეულ იქნა ერდოღანის გასულ წელს კუბაში ვიზიტის დროს, ცალკე ფართობი გამოეყო და მისი მშენებლობა ამ წლის ბოლოს დასრულდება

მილლიეთი კულტურის გვერდზე როკ მუსიკის მოყვარულებს ახარებს, რომ ამ დღეებში სტამბოლში ჩამოვა ცნობილი ინგლისური როკ ჯგუფი "The Charlatans“-ი, რომელიც პირველ კონცერტს 14 ივლისს გამართავს. 25 წლის კარიერა აქვს ამ როკ ჯგუფს და ამ ხნის განმავლობაში 12 ალბომი გამოსცეს. The Charlatans-ი პირველად ჩამოდის თურქეთში და ამიტომ როკ მუსიკის მოყვარულები მოუთმენლად ელიან მათ კონცერტს, ხაზს უსვამს მილლიეთი

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები