თურქული პრესა 09.07.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

338738
თურქული პრესა 09.07.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომელშიც მოყვანილია სხვადასხვა საკითხებზე თურქეთის მე-11 პრეზიდენტის აბდულლა გიულის მოსაზრებები. გიულის თქმით, ევროკავშირის მიერ თურქეთის სტრატეგიული სარგებლის ცენტრად და პარტნიორად არ აღქმა შეცდომაა და დაამატა, რომ ევროკავშირს თუ გლობალური მოთამაშის როლი სურს, მას თურქეთი სჭირდება. აბდულლა გიული ასევე შეეხო სირიაში გადასულ უცხოელი მილიტანების თემას და დასძინა, რომ თურქეთს უცხოელი მებრძოლების ემიგრაციასთან საბრძოლველად ყველა სახის ინფორმაცია სჭირდება და კეთილსინდისიერად არ იქცევიან ისინი, ვინც ამ ინფორმაციას თურქეთს არ აწოდებენ, თუმცა მას მაინც აკრიტიკებენ.

„ჰაბერთურქი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ანტალია დიდი ოცეულის სამიტისათვის ემზადება“, რომლის მიხედვითაც, დიდი ოცეულის ლიდერთა სამიტი 15 ნოემბერს თურქეთის ტურიზმის დედაქალაქ ანტალიიის დაბა ბელექში დაიწყება. სამიტს, რომელიც 10 დღე გაგრძელდება აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმერ პუტინი და სხვა ლიდერები დაესწრებიან. ეს სამიტი დიდ წვლილს შეიტანს ბელექის რეგინის პოპულარიზაციაში, ქვეყნის უსაფრთხოებისა იმიჯის გაზრდასა და ასევე გაზრდის ანტალიის სამარკო ღირებულებას.

სამრეწველო წარმოება მაისის თვეში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2,4%-ით გაიზარდა - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. სავარაუდო 1,5%-ზე ბევრად უფრო მეტად გაზრდილი სამრეწველო წარმოება სერიოზულ წვლილს შეიტანს ეკონომიკის ზრდაში. სამრეწველო წარმოებაში ყველაზე მეტი 33%-იანი ზრდა, მანქანებისა და მოწყობილობების მონტაჟსა და შეკეთებაში მოხდა.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, ბირუნის უნივერსიტეტი საუკუნის სტუდენტების აღსაზრდელად ემზადება, რისთვისაც საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთად მუშაობს. უნივერსიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა ნობელის პრემიის მფლობელთან პიტერ აგრესთან და შინია იამანაკასთან. უნივერსიტეტში უზრუნველყოფილი იქნება ყველაზე წარმატებული სტუდენტების საუკეთესო კონგრესებში მონაწილეობა, საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და გამოცემებში ჩართვა, გათავისუფლებულები იქნებიან სწავლის საფასურისაგან, აშშ-ში ბაილორის სამედიცინო ფაკულტეტზე გაივლიან სტაჟირებას, შესწავლიან სასურველ მეორე უცხო ენას, სტუდენტებია და მათი ოჯახებისათვის გამოყოფილი იქნება სპეციალური ჯანმრთელობის დაზღვევა, საავადმყოფოებში მოხდება მათი უფასო მკურნალობა, შეეძლებათ დამატებით სასურველი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის გავლა, სწავლის პერიოდში მათზე გაიცემა სტიპენდია 3 ათასი ლირის ოდენობით.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ორგანიზაციის TÜBİTAK-ის მიერ შექმნილი ელექტრო მანქანის ოთხი პროტოტიპი მზად აგვისტოში იქნება. ელექტრო ავტომობილების წარმოების დაწყება, რომელთა მანძილიც გაიზარდა, შეჯახების, რთული რელიეფის და სეზონური პირობების ტესტირების გავლის შემდეგ იგეგმება.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები