თურქული პრესა 08.07.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

337014
თურქული პრესა 08.07.2015


მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ იენი შაფაქით, რომელშიც სირიის საზღვართან მოსალოდნელი უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: სირიის საზღვართან განვითარებული მოვლენების გამო თურქეთი უსაფრთხოების ზონის ჩამოსაყალიბებლად შესაბამის ნაბიჯებს დგამს. თურქეთის საზოგადოებრივი დიპლომატიის კოორდინატორის, ჯემალეთთინ ჰაშიმის თქმით, უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია. მისივე თქმით სირიის საზღვართან მოვლენები თუ ასე გაგრძლდება, მაშინ, უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბება აუცილებელი გახდება და ამ საქმეში მოკავშირეებმაც უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგან.

ჰაბერთურქი წერს, რომ თურქეთის პირველი დაბალი სიმაღლის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა ”HİSAR”-მა პირველი სატესტო სროლები თურქეთის ქალაქ აქსარაიში განახორციელა და აღნიშნულმა სისტემამ პირველი ტესტირების ყველა პროცედურა წარმატებით გაიარა.

სტარში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, "UNESCO” თურქეთში იკრიბება და მასში ვკითხულობთ: თურქეთის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობიდან ეფესოს ანტიკური ქალაქი, ქალაქ დიერბაქირის გალავნები და ჰევესელის სახელწოდების ბაღების იუნესკოს მხრიდან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანის შემდეგ, კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. მომავალ წელს განსახორციელებელ მე-40 მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომას თურქეთმა უნდა უმასპინძლოს. ივილიზაციის დედაქალაქად მიჩნეულ სტამბოლში განსახორციელებელ სხდომაზე იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესატანი ძეგლების საკითხი უნდა განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც აქვე უნდა იქნას მიღებული.

მილლიეთი იტყობინება, რომ თურქეთის საზღვაო ძალებთან დაკავშირებული სტამბოლის საზღვაო მუზეუმს მსოფლიოში ცნობილ სამოგზაურო სააგენტოს ინტერნეტ-საიტ, Tripadvisor-ის მხრიდან სრულყოფილობის ჯილდო გადაეცა. მას ეს ჯილდო ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების განასპინძლების, სრულყოფილი გიდობის და სხვა ქმედებებისთვის გადაეცა. მუზეუმში 20 ათასი ექსპონატი, 20 მილიონი დოკუმენტი და მე-16 საუკუნის ნავია განთავსებული.

ვათანში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, ”ყველაზე ძვირი მეოთხე ტრანსფერი” და მასში ვკითხულობთ: 41 მილიონ ევროდ კატალონიის ბარსელონაში გადასული თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი არდა თურანი მსოფლიო მედიის ცენტრში მოექცა. ხუთი წლით ბარსელონასთან ხელშეკრულების გამფორმებელი არდა ბარსელონას კლუბში ნეიმარის, სუარეზის და იბრაჰიმოვიჩის შემდეგ მეოთხე ყველაზე ძვირადღიორებული ტრანსფერი გახდა. მას ასევე თურქეთის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის ტიტულიც მიენიჭა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები