თურქული პრესა 30.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

325621
თურქული პრესა 30.06.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქით დავიწყებთ, რომელშიც გაეროს მიერ თურქეთზე გადმოცემულ ჯილდოზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ორ მილიონზე მეტი ლტოლვლილის მასპინძელ თურქეთს გაეროს მხრიდან ”საჯარო სამსახურის ჯილდო” გადაეცა. ეს ჯილდო გაეროს ოსკარად მიიჩნევა. თურქეთის კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ შემუშავებული პროექტით, ლტოლვილების მიერ განთავსებული კარვების რაოდენობით, იქ მომუშავე პერსონელის კარგი მომსახურებით და სხვა მსგავსი საკითხების გამო, თურქეთს გაეროს მხრიდან ”საჯარო სამსახურის ჯილდო” გადაეცა.

საბაჰში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ჩამოყალიბებას ხელი მოეწერა” და მასში ვკუთხულობთ: აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ჩამომყალიბებელ 57 ქვეყანას შორის ერთ-ერთი თურქეთიცაა და ამ ბანკის ჩამოყალიბების პირველი ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი ჩინეთში გაიმართა. 100 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ამ ბანკის ჩამოსაყალიბებლად 50-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი და იგი 2015 წლის ბოლოს დაიწყებს ფუნქციონირებას. ამ ბანკის მთავარი მიზანი რეგიონის განვითარების ხელის შეწყობაა, წერს საბაჰი.

სტარი წერს, რომ თურქეთში მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, გერმანიიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით 12,5 % გაიზარდა. მაისის თვეში კი ამ რიცხვმა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24,4 %-ს მიაღწია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქეთში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობით პირველ ადგილზე გერმანია, მეორეზე რუსეთი და მესამეზე ინგლისია.

მილლიეთი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით ”თურქმა ინჟინრებმა დაამზადა და იტალიაში გაიყიდა”, რომელშიც ვკითხულობთ: თურქ ინჟინრების მიერ დამზადებული სალაროს აპარატი POS-ი ევროპაშიც იყიდება. იტალიის ყველა კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი ამ აპარატის გაყიდვა ივლისის თვიდან დაიწყება. აღნიშნულმა პროდუქციამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილა რითაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.


ჰურრიეთ იტყობინება, რომ თურქეთის ქალაქ ელაზიღში მყოფი ფირატის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტებმა დამამთავრებელი თეზისთვის ”Fors”-ის სახელწოდების ელექტროენერგიის ავტომობილი თავიანთი ხარჯებით დაამზადეს, რომელიც თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიების კვლევის საბჭოს წარუდგინეს. სტუდენტებმა 400 კილოგრამიანი ავტომობილი 10 თვეში დაამზადეს. ავტომობილი ორ კაციანია და მას 26 ცხენის ძალა აქვს. ამ ავტომობილს ამჟამად საათში 60 კილომეტრის გავლა შეუძლია და ერთ დატენვაზე 100 კილომეტრს გაივლის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები